2021 წლის მე-2 სერიის BMW-ს კუპეს სამომავლო გეგმები დამტიკიცებულია
მომდევნო თაობა მარტივ ფორმულას ინარჩუნებს, რომელიც ყველა ავტომოყვარულს მოეწონება.
- ახალ მეორე სერიას შემდეგი წლის შემოდგომაზე ვიხილავთ.
- იგი კვლავ უკანაწამყვანი იქნება და წინაძრავიან განლაგებას ინარჩუნებს.
- M240i და M2 ვერსიები სამოდელო რიგში დარჩება, მაგრამ კაბრიოლეტის ვერსია ამოვარდება.
BMW-ს მეორე სერიის Gran Coupe-ს ვერსიის წარდგენის შემდეგ, კუპეს ბედთან დაკავშირებით ავტომოყვარულებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ. შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ახალი 2022 წლის მეორე სერიის კუპე წინაწამყვანი არ იქნება.
კომპანიის განცხადებით, განახლებული მეორე სერიის კუპე, მე-3 და მე-4 სერიის გადამუშავებულ პლატფორმას გამოიყენებს, რომელიც მე-2 სერიის ზომებისთვის მორგებული იქნება. ახალ კუპეს განუმეორებელი ინტერიერი ექნება, რომელსაც BMW-ს სხვა მოდელებში ვერ ნახავთ. ძრავების ორი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება, ორივე ტურბოდაბერვით. ერთი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 230i-ის, ხოლო 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა M240i სახელით გამოვა. ოთხივეწამყვანიანი ვერსიასიის არჩევაც შეგეძლებათ.
საკითხავია, გვაღირსებენ თუ არა ახალ M240i მოდელში მექანიკურ გადაცემათა კოლოფს. მექანიკა უფრო M2 ვერსიაშია მოსალოდნელი. მაგალითად, ახლა ამერიკული ბაზრისთვის გათვლილ M240i ვერსიას მექანიკა აქვს, ევროპაში ამ მოდელზე უკვე დიდი ხანია მექანიკა არავის უნახავს.

მე-2 სერიის კაბრიოლეტების გამოშვებაზე უარი განაცხადეს, რადგან მე-4 სერიის კაბრიოლეტს მე-2 სერიის მსგავსად რბილი სახურავი ექნება.
ახალ მეორე სერიას, როგორც ასეთი კონკურენტი არ ჰყავს. თუმცა საფასო სეგმენტის გათვალისწინებით, რომელიც ახალ მოდელში დიდად არ შეიცვლება, მის კონკურენტებად შეიძლება Mercedes-Benz CLA, Audi S3, RS3 და თავად BMW-ს 2-series Gran Coupe მოვიაზროთ.