Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  11:12

ტომ კრუზი შეუსრულებელი მისიის ახალი ეპიზოდის გადასაღებ მოედანზე BMW M5-ს მართავს

Nissan GT-R-ს და Porsche Cayenne-ს გადასაღებ ავტომობილად იყენებენ.

BMW შეუსრულებელი მისიის წარმომადგენლებთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. Ghost Protocol-ში i8-ის კონცეპტუალური მოდელი ვიხილეთ. პარტნიორობა ფილმის მეექვსე ინსტალაციაშიც გაგრძელდა, რომელსაც Fallout-ი ჰქვია. ეთან ჰანტი აქ BMW M5-ს მართავდა.

ინტერნეტ სივრცეში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღების კადრები გავცელდა, რაც BMW-სა კოლაბორაციას ადასტურებს.

ვიდეო კარგი ხარისხით არ არის წარმოდგენილი. რთულია გავარჩიოთ ჰანტი მეხუთე სერიას მართავს თუ M5-ს. თუმცა, კადრებს თუ კარგად დავაკვირდებით, უკანა დიფუზორსა და ოთხ მაყუჩს შევამჩნევთ. ეს ორი დეტალი კი M5-ზე მიანიშნებს. სცენა რომის ვიწრო ქუჩებშია გადაღებული, სადაც „ბე ემ ვე“ კუდს მხიარულად იქნევს.

დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ასეთ ილეთებს ნამდვილად ტომ კრუზი ასრულებს, თუმცა, ფილმებში მსახიობი სასცენო რბოლებში თავად იღებდა მონაწილეობას. ზემოთ წარმოდგენილ სურათში კი საჭესთან სწორედ ტომ კრუზი ზის.

ვიდეოში გადამღები ჯგუფის GT-R-ი და Porsche Cayenne-იც გამოჩნდა. ორივე მათგანი შავად არის შეღებილი და გადასაღები მოწყობილობითაა აღჭურვილი.

შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ნაწილი 2021 წლის 19 ნოემბერს გამოვა. მისი პრემიერა 2021 წლის 23 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა, პანდემიის გამო ის გადაიდო.

გაზიარება: