Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  18:50

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებისკენ მიმავალ მგზავრებს ავტობუსი უფასოდ მოემსახურება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.

ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტილი იქნება.

დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ან უკუმიმართულებით გადაადგილდებიან, უფასოდ გადაიყვანს.

ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს და ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება. ეს მარშრუტიხ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლადაა განკუთვნილი. შესაბამისად, ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუ ჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება.

გაზიარება: