Aa Aa
14 ნოემბერი 2020  |  11:19

Zagato Iso Rivolta GTZ-ი Z06-ზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური კლასიკაა

რეტრო-მოდერნული იტალიელი ამერიკული ცეცხლოვანი გულით

Zagato Iso Rivolta GTZ-ის დებიუტი აგვისტოს დასაწყისში შედგა, მაგრამ კომპანიამ დეტალური მახასიათებლების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ნაცვლად ამისა, ჩვენ გასაოცარი დიზაინის მქონე კუპე ვიხილეთ, რომელიც შთაგონებას საკულტო ავტომობილის - Iso AC/3-სგან იღებს. ავტომობილს Corvette-ის ძალოვანი აგრეგატი ექნება. კომპანიამ განაცხადა, რომ მიწოდებები დაწყებულია, რის შემდეგაც ცოტა მეტი დეტალიც გაგვიმხილა.

ეს Corvette-ის ძრავიანი ავტომობლი კომპრესორიან LT4 6.2 ლიტრიან V8 აგრეგატს იყენებს. ძრავა 660 ცხენის ძალასა და 881 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Zagato-ში ამბობენ, რომ ავტომობილი 0-დან 100-მდე 3.7 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 315 კმ/სთ-ს შეადგენს. ავტომობილის წინამორბედი Chevy-ის ძრავას იყენებდა და 1964-1965 წლების ლე მანსის 24 საათიან რბოლაში თავის კლასში პირველი ადგილიც კი დაიკავა. Iso AC/3 Zagato Grifo-ს სარბოლო ვერსია გახლდათ.

კარბონის კორპუსის პანელების წყალობით ავტომობილი მძიმე არ არის. ინტერიერის სურათები მაინც დამალულია, თუმცა, საკმაოდ სპორტული სავარძლები მაინც ჩანს. სამწუხაროა, რომ კოკპიტისა და მაჩვენებელთა დაფის ხილვა შეუძლებელია.

Zagato GTZ-ის მხოლოდ 19 მოდელს ააწყობს. მათგან 9 უკვე შეკვეთილია. პირველი მოდელი კი შვეიცარიაში გაიგზავნება.

ერთი უაღრესად საინტერესო დეტალი, რაც არ ვიცით, მისი ფასია. კომპანიის მიერ ბოლოს გასაჯაროებული ინფორმაცია ფასის შესახებ სიტყვასაც არ მოიცავს. თუმცა თუ კარბონის კორპუსს, მძლავრ აგრეგატსა და ლიმიტირებულ წარმოებას გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტომობილი Zagato-ს სამყაროშიც კი იაფი ღირდეს.

გაზიარება: