სუვი, ჰიბრიდული, ტოიოტა
Aa
Aa

Toyota-ს პატარა სუვი ზამთრის პირობებში ტესტირებას იწყებს

Toyota მალე Yaris-ზე დაფუძნებულ სუვს გამოუშვებს, რომელიც ჰიბრიდული და AWD სისტემით იქნება. მანქანა თოვლის პირობებში ტესტირებისას შენიშნეს.

პროტოტიპი მართალია „იარისს“ ჰგავს, თუმცა უკვე ემჩნევა, რომ გაცილებით „შორს წავა“. ამაზე მისი ახალი მაშუქები მეტყველებს.იაპონური კომპანია აცხადებს, რომ მათი ახალი მოდელი მცირე ზომის ავტომობილების წარმოების გამოცდილებისა და სუვის მემკვიდრეობის გაერთიანებაა.

ახალ სუვს TNGA-B პლატფორმის 1.5-ლიტრიანი ჰიბრიდული აგრეგატი აქვს, ისევე, როგორც Yaris Supermini-ს.

მიუხედავად იმისა, რომ „იარისთან“ ბევრ დეტალს იზიარებს, „ტოიოტას“ განცხადებით, ამ სუვს მთლიანად ახალი დიზაინი აქვს. ის იქნება „სრულიად ახალი B-SUV მოდელი, კომპაქტური, დინამიკური დიზაინით და ინდივიდუალობით“.

უფრო მაღალი და გრძელი იქნება, ვიდრე „იარისი“. მას AWD სისტემა და ყველგანმავალის მსგავსი დაკიდება ექნება.

ახალი „ტოიოტა“ Nissan Juke-ის, Renault Captur-ისა და Ford Puma-ს კონკურენტი უნდა იყოს. მანქანა, „იარისთან“ ერთად, იაპონური ავტომწარმოებლის საფრანგეთის ქარხანაში აიწყობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები