ფოლცვაგენი, ბენტლი კონტინენტალი, სრული ამძრავი, გერმანული კლასიკა, ფაეტონი, w12
Aa
Aa

VW Phaeton - კომფორტისა და ფუფუნების ეტალონი

უკვე დიდი ხანია, რაც “სახალხო მანქანა“ განსხვავებულ ავტომობილებსაც აწარმოებს და საშუალო ფენაზე მორგებული ავტომობილებით ფუფუნების საგნებამდეც კი მივიდნენ. ამის ყველაზე დიდი გამოვლინება უნიკალური და უაღრესად კომფორტული VW Phaeton-ია, რომელიც მსოფლიოს 21-ე საუკუნის დასაწყისში მოევლინა.

2002 წელს ჟენევას ავტოშოუზე ჟურნალისტების ყველაზე დიდი ყურადღება VW Phaeton-მა მიიქცია, რადგან ეს არ იყო Jaguar-ი ან Bentley, თუმცა მათთან საპირწონედ იყო წარდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავტომობილი VW Group-ის მიერ იყო შეთავაზებული, პირველი რეაქცია უიმედო იყო, თუმცა საქმეში ღრმად ჩახედვის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ მათ წინაშე VW-ის მიერ შექმნილი ფუფუნებისთვის განკუთვნილი მანქანა იყო.

2006 Volkswagen Phaeton W12 for sale on BaT Auctions - sold for $29,000 on  February 19, 2022 (Lot #66,188) | Bring a Trailer

Phaeton-ის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია 12-ცილინდრიანი 6 ლიტრი მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. აღნიშნული აგრეგატი 450 ცხენის ძალას და 550 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილის წონას თუ შეხედავდით, მისგან კარგი აჩქარების დინამიკას არ უნდა გევარაუდათ, თუმცა 2400-კილოგრამიანი სედანი 100-მდე 5.2 წამში ჩქარდებოდა, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ავტომობილი სრულად ამძრავი იყო, რასაც კომპანია 4MOTION-ს უწოდებდა. დიდი ბაზიდან და პნევმატური დაკიდებიდან გამომდინარე ავტომობილი მოხმარებელს ძალიან მაღალი ხარისხის სვლას სთავაზობდა. შესაბამისად აღნიშნული ავტომობილით ევროპის არაერთი დიპლამატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო მოხელეებიც კი ხშირად სარგებლობდნენ. Phaeton-ს სხვადასხვა უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის განკუთვნილი სისტემები ძალიან დიდი რაოდენობით გააჩნდა.

2002 Volkswagen Phaeton W12

წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი მეზობელი გეკითხებათ, თუ რა მანქანა იყიდეთ და თქვენ სიამაყით პასუხობთ, რომ 90 000 დოლარის ღირებულების VW Phaeton-ი შეიძინეთ. დიახ! ამერიკაში 2002-2006 წლებში ყველაზე მაღალი კომპლექტაციის ფასი 92 000 დოლარსაც კი უტოლდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი გასაკვირი არაა, რადგან, თუ კი სადმე Bentley Continental GT-ს გლამურულ ვიდეოს შეხვდებით, გახსოვდეთ, რომ იგი VW Phaeton-ის ბაზაზეა შექმნილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები