Aa Aa
17 აპრილი 2021  |  10:27

ვიდეო: იშვიათი Lamborghini LM002 ალპებს იპყრობს

V12 მთებში!

არ შევეცდებით ავხსნათ რა ხდება ამ ვიდეოში და ვერც ავხსნით. უბრალოდ, საინტერესოა იშვიათი Lamborghini LM002 V12 ძრავით, როგორ უმკლავდება უგზოობას.

მოქმედება შვეიცარიის ალპებში ხდება. ულვაშიანი კაცი თოვლში გზის გაკვლევას ცდილობს, მაგრამ Range Rover-ი ამ დავალებას კარგად ვერ უმკლავდება. კაცი სასტუმროში ბრუნდება. ცოტა ხნის შემდეგ, მას სასტუროს კლერკი ურეკავს და ეუბნება, რომ „იდეა აქვს“!

შემდეგ დილას კი ულვაშიანი კაცი 1989 წლის Lamborghini LM002-ს საჭესთან ზის. Countach-ის ძრავიანი სუვი 1986-1993 წლებში გამოდიოდა და მხოლოდ 328 ეგზემპლარად აიწყო. იმ დროს, როცა ამერიკული პიკაპები 200 ცხენის ძალამდე ძლივს აღწევდნენ, ამ ავტომობილის 444 ცხენის ძალა შთამბეჭდავი იყო.

მართალია, საბურავები ასეთ თოვლთან გასამკლავებლად შესაფერისი არ არის, მაგრამ ვიდეოს სტილში ჯდება. მიუხედავად ამისა, LM002 დავალებას შესანიშნავად უმკლავდება.

აღსანიშნავია, რომ, როცა ეს ავტომობილი გასაყიდად ჩნება, მისი ფასი $500,000-ზე მეტია ხოლმე.

გაზიარება: