2022 წლიდან X5-ის წყალბადისძრავიანი ვერსია გამოვა
Aa
Aa

2022 წლიდან X5-ის წყალბადისძრავიანი ვერსია გამოვა

X5-ზე დაფუძნებული BMW i Hydrogen Next მცირე რაოდენობით გამოვა.

BMW-ს ჰიდროგენული ავტომობილის წარმოების იდეა დიდი ხანია აქვს. პირველი მცდელობები 2000-იანი წლების შუაშიც ჰქონდათ.

2022 წელს საშუალო ზომის ელიტური სუვის X5-ის ჰიდროგენული ვერსია გამოვა. ეს იქნება კომპანიის ერთგვარი ტესტი. The i Hydrogen Next-ზე 2019 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე ისაუბრეს და  ახლა BMW-ს სურს ახალი X5-ის შესახებ მეტი დეტალი გაგვიზიაროს.  

აგრეგატი, რომელიც iX3-საც აქვს, 369 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ახალი სისტემა გარემოში მხოლოდ ორთქლს გამოყოფს. მანქანას ორი 700-უჯრიანი რეზერვუარი აქვს. თითოეული 6 კილოგრამ წყალბადს იტევს და მათი შევსება 3-4 წუთშია შესაძლებელი.

X5-ზე დაფუძნებული i Hydrogen Next 2022 წელს საცდელი, მცირე რაოდენობით გამოვა, მაგრამ BMW 2025 წლისთვის ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი მანქანების წარმოების გაფართოებას აპირებს.

BMW-სთან „ტოიტა“ თანამშრომლობს. 2015 წელს მათ ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი Mirai უკვე გამოუშვეს. BMW კი ჯერ ამ ტექნოლოგიის დანერგვის მცდელობას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები