როგორ უნდა გადავუღოთ ავტომობილს საუკეთესო ფოტო Instagram-ისთვის?
Aa
Aa

როგორ უნდა გადავუღოთ ავტომობილს საუკეთესო ფოტო Instagram-ისთვის?

გიყვართ მობილურით სურათების გადაღება? სელფებისა და საკვების გადაღებაზე მეტის ცდა გსურთ? აი, როგორ უნდა აიყვანოთ „ინსტაგრამისთვის“ ავტომობილების ფოტოგრაფია სრულიად ახალ დონეზე.

პროფესიონალ ფოტოგრაფთან ჯულიან კალვერლისთან თანამშრომლობით, Skoda-მ საუკეთესო ფოტოების გადასაღებად რამდენიმე რჩევა გამოაქვეყნა.

გადაღება მანამდე ბევრად ადრე იწყება, სანამ ტელეფონში კამერას გახსნით. უპირველეს ყოვლისა, ფოტოს გადასაღებად სწორი ადგილი უნდა შეარჩიოთ.

ამ სტატიაში 5 რჩევას შეხვდებით, რომელიც კალვერლის მტკიცებით „ინსტაგრამის“ სურათებს გააუმჯობესებს.


  1. უფრო დიდი სურათი დაინახეთდარწმუნდით, რომ თქვენი შერჩეული სურათი შემცირებული გამოსახულებისთვის გამოდგება. შეარჩიეთ დრამატული ადგილები და გამოიყენეთ მესამედის წესი. წარმოსახვით დაყავით გამოსახულება 9 მართკუთხედად. საბედნიეროდ, ზოგ ტელეფონს ეს ფუნქციაც აქვს.
  2. დილით ადრე დაიწყეთ და მიჰყევით მზის ამოსვლას: ფოტოგრაფები ამას „ოქროს საათს“ ტყუილად არ უწოდებენ. განთიადი და მზის ჩასვლა ფოტოგრაფიისთვის სასურველ განათებას ქმნის. შუადღე კამერისთვის ზედმეტად ნათელი და მგრძნობიარეა.
  3. შესანიშნავი ამინდი ზოგჯერ საერთოდ არ არის შესანიშნავი: მოწმენდილმა ცამ შესაძლოა, ფოტო გააფუჭოს. ოდნავ მოღრუბლული ან ცოტათი წვიმიანი დღე ფოტოგრაფის მეგობარია.
  4. შეარჩიეთ საუკეთესო კუთხეიარეთ ავტომობილის გარშემო. არ მიაახლოოთ კადრი. პატარა ცვლილებამ შესაძლოა დიდი სხვაობა გამოიწვიოს.
  5. თვალები ავტომობილებსაც აქვს: მაშუქები კარგი ფოკუსია. თუ ავტომობილს წინიდან უღებთ, მხოლოდ გვერდითა სინათლეები გამოიყენეთ. თუ შორიდან უღებთ, ჩართეთ მაშუქები.

ჯულიანის მტკიცებით, ასე „ინსტაგრამისთვის“ იდეალურ ფოტოს გადაიღებთ. წარმატებები!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები