ვიდეო: ქალი უკუსვლისას ავტომობილს რამდენჯერმე დაეჯახა
ქუჩაში მძღოლებს შორის არაერთი დაპირისპირება ხდება. ეს კონკრეტული ამბავი კი პარკინგზე მოხდა. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქალი უკუსვლით გამოდიოდა, როცა მამაკაცის ავტომობილს დაეჯახა. კაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. ქალმა კი მანქანის დაჯახება გააგრძელა და მისი ავტომობილი უარესად დააზიანა. პოლიციის თანახმად, საბოლოოდ, მძღოლებმა სადაზღვევო ინფორმაცია გაცვალეს და საქმე არც ერთ მათგანზე აღძრულა.