BMW 7 Series ელექტრო მანქანას სულ მცირე 650 ცხენის ძალა ექნება
ნახვამდის V12-ო! გამარჯობა ელექტრო ძრავებო!
მოემზადეთ ახალი სამყაროსთვის, სადაც მეშვიდე სერიის BMW-ს V12-ის ძრავა აღარ აქვს. M760i მალე გამოვა. ბავარიელები ემზადებიან იმისთვის, რაც თავისი მაბრუნი მომენტით მთებს გადადგამს. როცა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ახალ მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ექნებოდა, ძრავაზე დეტალური განცხადება არ გაუკეთებია. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ახალი მოდელი სრული ზომის ელიტური სედანი იქნება.
ჭორების თანახმად, მას Mi7 ან i7 M60 ერქმევა. სულ მცირე ელექტრო ორი მოტორი ექნება. ჯამში 650 ცხენის ძალაზე მეტი უნდა ჰქონდეს. დაახლოებით 50 ცხენის ძალით მეტი, ვიდრე M760i-ს. მაბრუნ მომენტზე ჯერ ინფორმაცია არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ცხენის ძალების მსგავსაც, ისიც მეტი იქნება.
მეშვიდე სერიის ავტომობილს 100კვ/სთ ბატარეა ექნება, რომელიც 644 კმ-ს გავლას შეძლებს. დასატენად რამდენი დროა საჭირო, ჯერ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ სწრაფი დამტენი ამ დროს ბევრად შეამცირებს.
M ვერსია არ ექნება. M750e მოდელი ცალკე გამოვა, რომელიც ფლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება. მას, ელექტრო მოტორთან ერთად, ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი 3-ლიტრიანი ძრავა ექნება. ის 750i-ს ჩაანაცვლებს და დაახლოებით 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ხაზში ორი დამატებითი EV იქნება. ერთმოტორიანი i740 უკანაწამყვანი და AWD ორმოტორიანი i750. ცხენის ძალები 350-დან 450-მდე მერყეობს. კომპანიის განცხადებით, სტანდარტული აგრეგატებიც არ გაქრება და ბენზინის და დიზელის 3.0-ლიტრიან ძრავებს კვლავაც გამოუშვებენ.
დებიუტს 2022 წლამდე უნდა ველოდოთ. EV ვარიანტი კი შეიძლება უფრო გვიანაც ვიხილოთ. მათ შედარებით რთული კონკურენცია ელის: Porsche Taycan-ი,Tesla Model S-ი, Audi E-Tron GT, Jaguar XJ და Mercedes EQS-ი.