აუქციონი, კოლექცია, პორშე, პორშე 911 კარერა, პორშე 911 ტურბო, პორშე 911 ჯითი3, პორშე 968
Aa
Aa

ამერიკელი კოლექციონერი Porsche-ების კოლექციის ნაწილს ემშვიდობება

ამერიკელი დიზაინერ მაგნუს უოლკერს ავტომოყვარულები მოდის ინდუსტრიაში კარიერაზე მეტად, ალბათ, Porsche-ს სიყვარულის გამო იცნობენ. მის კოლექციის თითოეული ექსპონატის ფლობა ნებისმიერი ავტომოყვარულისათვის საოცნებო იქნებოდა, ახლა კი აუქციონზე ამ მანქანების ნაწილს ვიხილავთ. 

სხვა არაერთი კოლექციონერისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ მოდელებს ხელუხლებლად ინახავენ, უოლკერი პორშეებისათვის „ხელის შევლებას“ არასდროს უფრთხოდა. ერთ-ერთი ასეთი მანქანა 2004 წლის 911 GT3-ია. დიზაინერმა ის 2016 წელს იყიდა, გადაღება ის შავ-ნარინჯისფრად და ლურჯი აქცენტებით გააფორმა. შეცვლილია ინტერიერიც — დამატებულია ნახშირბადის ბოჭკოს საჭე. მანქანა, დაახლოებით, 125 000$ ეღირება. 

განსაკუთრებული 911-ები

კოლექციის მორიგი საინტერესო ეგზემპლარი 1965 წლის Porsche 911-ია. უოლკერმა ის Fuchs-ის სტილის შავი ფერის დისკებით აღჭურვა და შავ-ვერცხლისფრად გადაღება. ამ პორშეს მფლობელის ამოცნობა ერთი შეხედვითაცაა შესაძლებელი.

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

 

ყველაზე ძვირი მანქანა აუქციონზე 1976 წლის 911 Carrera 2.7 MFI იქნება. ეს საწვავის შეფრქვევის მექანიკური სისტემით აღჭურვილი ბოლო Porsche იყო და მისი კაპოტის ქვეშ კვლავ თავდაპირველი, 2.7-ლიტრიანი ძრავა იმალება. უოლკერის მანქანა გერმანული ბაზრისთვის გამოშვებული 113-დან ერთ-ერთია.  

აუქციონზე გამოჩენილ სხვა საინტერესო პორშეებს შორის ვხვდებით 1979 წლის 928-ს, ორ ცალ Porsche 968-ს, 1974 წლის 911 Carrera-სა და 1976 წლის 911 Turbo-ს, რომლის ფასიც, საშუალოდ 175 000-დან 200 000$-მდე მერყეობს. 

დიზაინერი მანქანებთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვებულ ნაწილებსა და აქსესუარებსაც ემშვიდობება, მათ შორის Hot Wheels მანქანების კოლექციასა და Porsche 911 GT3 RS-ის Lego Technic ვერსიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები