ყველაზე დიდი მანძილის დიაპაზონის მქონე ელექტრონული SUV Renault-სგან
კომპანიის განცხადებით მისი მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრის ფარგლებში იქნება და წარდგენას 2021 წელს აპირებენ.
თუ ევროპაში ხართ და პატარა ელექტრონული სუვის შეძენა გსურთ, ახლა ხელმისაწვდომ ფასად ვერაფერს ნახავთ. თქვენს მოთხოვნებს 2021 წლის Renault EV SUV დააკმაყოფილებს. ამ ავტომობილის ლოდინში გატარებული ერთი წელი აბსოლუტურად გამართლებული იქნება, რადგან მას ელექტრომობილებს შორის მანძილის დიაპაზონის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები ექნება და კლასით Renault Zoe EV-ზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.
ყოველ შემთხვევაში ფრანგული ბრენდი ასე გეგმავს, ვნახოთ რა გამოვა.
„რენოს“ ახალი ელექტრონული კროსოვერი Morphoz-ის კონცეპტის დიზაინის ენას გაიმეორებს და ასევე Morphoz-ის ახალ CMF/EV პლატფორმას გამოიყენებს. ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, მანძილის დიაპაზონის გარდა, ჯერ დამტკიცებული არაა. „რენოს“ განცხადებით ახალი იაფფასიანი ელექტრონული სუვის მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრის ფარგლებში იქნება, რაც ის ყოველდღიურობაში გამოსადეგარ საუკეთესო საოჯახო ავტომობილად შეიძლება აქციოს.

Renault Morphoz Concept, 2020 წლის ჟენევას ავტოშოუ
აღნიშნული მანძილის დიაპაზონი შთამბეჭდავია, განსაკუთრებით ავტომობილების ზომების გათვალისწინებით, რომელიც დაახლოებით Renault Kwid-ის-ხელა იქნება. ეს ციფრი შეიძლება საეჭვო მოგეჩვენოთ, მაგრამ გაიხსენეთ Renault Zoe, რომლის მანძილის დიაპაზონი 395 კმ-ს შეადგენს და ამას სულ რაღაც 55-კილოვატიანი ელემენტები უზრუნველყოფს. ამიტომ ასეთი კომპაქტური კროსოვერისგან 600 კმ დიაპაზონი გასაკვირი არ უნდა იყოს.
„რენოს“ ახალი კომპაქტური ელექტრონული სუვის წარდგენა 2021 წლისთვის არის დაგეგმილი. ასევე ცნობილია, რომ ელექტრომობილების ახალ პლატფორმაზე Kadjar-ის ზომის კიდევ ერთი სუვი შემუშავების პროცესშია და მას 2022 წელს ვიხილავთ.