Aa Aa
13 სექტემბერი 2021  |  11:29

Mercedes-ი და BMW ჩიპების კრიზისის შემდეგ ავტომობილების გაიაფებას არ აპირებენ

ნახევარგამტარების კრიზისი ავტომწარმოებლებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს.

კორონავირუსის გამო, ავტოინდუსტრია ჩიპების კრიზისს დაუპირისპირდა. გაჩნდა სხვა ნაწილებიც პრობლემაც. ამიტომ, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. გაიზარდა ფასებიც. ახლა კი ახალი ავტომობილების ბაზარი ვირუსამდე პერიოდს უბრუნდება.

BMW-ს და Mercedes-ს ჩიპების კრიზისი დადებითად წაადგა. ისინი დარწმუნდნენ, რომ კლიენტები მათ ახალ ავტომობილებს არა მხოლოდ თვეობით დაელოდებიან, არამედ მეტ ფულსაც გადაიხდიან. გერმანული ავტომწარმოებლები კი ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ.

ორივე კომპანიას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი წარმოებული ავტომობილების რაოდენობაზე იყვნენ ორიენტირებული და ბევრ შედარებით იაფფასიან ავტომობილს ყიდდნენ. ახლა კი ისინი უფრო ძვირიან ბაზარზე იქნებიან ორიენტირებულნი. ისინი აპირებენ ნაკლები ავტომობილის გაყიდვით მეტი ფული იშოვონ.

BMW-ს ფინანსური დირექტორის თქმით, ბოლო 24 თვეში ბავარიულმა ავტომწარმოებელმა ძვირადღირებული ავტომობილების ბაზარზე წარმატებას მიაღწია და ასეც აპირებენ გაგრძელებას. მის აზრს Mercedes-ის ფინანსური დირექტორი, ჰარალდ ვილჰემიც იზიარებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მიხვდნენ, რომ კლიენტები მზად არიან, მათ ავტომობილებში დიდი ფული გადაიხადონ. ჩიპების კრიზისის დასრულების შემდეგ, კი ფასების დაკლებას აღარ აპირებენ. თანაც მსურველებს თავიანთი მდიდრული ავტომობილებისთვის ლოდინი რამდენიმე თვე მოუწევთ.

ასეთ სტრატეგიას რამდენიმე კომპანია უკვე დიდიხანია, იყენებს. მაგალითად, Ferrari. ამგვარად, BMW და Mercedes-ი უფრო მდიდრული ავტომობილების ბაზარზე გადაინაცვლებენ.

გაზიარება: