Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  11:24

ქალს 19 ჯარიმა დაუწერეს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია

მძღოლმა 19 ჯარიმა მიიღო ბირმინგემის „სუფთა ჰაერის ზონაში“ მართვის გამო, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ყოფილა.

რუთ კასტელო დასავლეთ სასექსში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ბირმინგემში ივნისში ახალი ჯარიმა ამოქმედდა, £120-იანი ჯარიმა არაერთხელ მიიღო. მას სჯერა, რომ ეს ჯარიმები მსგავსი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილს ეკუთვნის.

ბირმინგემის პოლიციის თქმით, ყველა, ვინც ჯარიმა შეცდომით მიიღო, პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაუკავშირდეს. თუმცა, კასტელოს თქმით, მან პოლიციას თითოეული ჯარიმის მიღების შემდეგ მიმართა. 19-დან პირველი 7 ჯარიმა გაუუქმეს, თუმცა, მისი Volkswagen Caravelle ისევ ჯარიმდება იმისთვის, რაც არ ჩაუდენია.

„ბირმინგემში ჩემი ავტომობილით არასდროს ვყოფილვარ“, - ამბობს ის.

კამერებში გამოჩენილი ავტომობილი მისი ავტომობილის მოდელს არ ემთხვევა. სანომრე ნიშანი კი მსგავსია.

კასტელომ სანომრე ნიშნების სალიცენზიო სააგენტოსაც მიმართა, იმ შემთხვევისთვის, თუ ვიღაც მისი ნომრის კლონით სარგებლობს.

ბირმინგემის პოლიციის დეპარტამენტი ამაზე კომენტარს არ აკეთებს და ისევ სთხოვს ყველას, ჯარიმის არასწორად მიღების შემთხვევაში მათ მიმართონ.

გაზიარება: