ჩინეთი გერმანიის მთავარი ავტოიმპორტიორია | მიწოდების დინამიკა
2026 წლის პირველ შვიდ თვეში, ჩინეთმა გერმანიას დაახლოებით 175 000 ერთეული ავტომობილი მიაწოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 120%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი გერმანიისთვის მთავარი ავტოიმპორტიორი ქვეყანა გახდცა. ცნობისთვის, იმავე პერიოდში, ჩეხეთიდან გერმანიაში 173 000, ესპანეთიდან კი 157 000 ერთეული ავტომობილი შევიდა.

ჩინეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდა ძირითადად ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებს უკავშირდება. ელექტრომობილების იმპორტი 66%-ით, ხოლო ჰიბრიდების 36%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში, შიგაწვის ძრავის მქონე ჩინური ავტომობილების იმპორტი 9%-ით შემცირდა.
შედეგად, ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები — ელექტრომობილები და ჰიბრიდები — უკვე ჩინეთიდან გერმანიის ავტოიმპორტის 56%-ზე მეტს შეადგენს. ეს კი ევროპულ ბაზარზე ელექტრიფიცირებული მოდელების მზარდ როლზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში, გერმანიამ დაახლოებით 1.3 მილიონი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურ წრილში 16%-იანი მატებაა. ამავდროულად, გერმანული ავტომობილების ექსპორტი დაახლოებით 4%-ით, 2 მილიონ ერთეულ ავტომობილამდეა შემცირებული. ღირებულების მიხედვით კი, ავტომობილების იმპორტი 12%-ზე მეტითაა გაზრდილი და 35 მილიარდ ევროს აღწევს.
ასევე დაგაინტერესებთ: გერმანული ავტომწარმოებლები გერმანიიდან გარბიან — პორშე რჩება

ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ გერმანია მსოფლიოს უმსხვილესი ავტო0მწარმოებლების სამშობლოა. ჩინური ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების რაოდენობს ზრდა კი ევროპის ბაზარზე კონკურენციას ამძაფრებს და გერმანულ ავტომწარმოებლებზეც უარყოფითად აისახება.