მესამე სერია, ბიემვი, ბეემვე მე-3 სერია
Aa
Aa

BMW ახალი მესამე სერიის წარდგენისთვის ემზადება | დებიუტი 29 სექტემბერს შედგება

BMW ახალ მესამე სერიას ოფიციალურად ამ წლის 30 სექტემბერს წარადგენს, ხოლო მოდელების მომხმარებლებისთვის მიწოდება უკვე 2027 წლიდან დაიწყება. სრულიად ელექტრო i3-ის წარდგენიდან სულ რაღაც ექვს თვეში, BMW უკვე შიგაწვის ძრავის მქონე მესამე სერიის ახალ თაობას შემოგვთავაზებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

როგორც i3-ის შემთხვევაში ვიხილეთ, ახალი მესამე სერიაც გერმანული კომპანიის მიერ შემუშავებულ Neue Klasse-ის დიზაინის კონცეფციას ეფუძნება. გამომდინარე აქედან, ახალი ვერსიის ვიზუალური მხარე BMW-ის ამჟამინდელი მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

ახალ BMW-ში აღარც უზარმაზარ „თირკმელისებრი“ ფორმის ცხაურას ვიხილავთ — რაც ბოლო თაობის მოდელებისთვის დამახასიათებელ ელემენტად იქცა — და, პირიქით, გერმანელები შედარებით წვრილი, თუმცა განიერი ცხაურით შემოიფარგლებიან. ახალ მესამე სერიას განსხვავებული სტილის მაშუქებიც ექნება: თითოეულში დღის სავალი განათების ფუნქციას ორი დიაგონალური ზოლი შეასრულებს. ისევე, როგორც i3-ს აქვს.

i3-ის დიზაინს დაემსგავსება ავტომობილის უკანა ნაწილიც. ახალი მესამე სერია მსგავსი ფორმის LED-მაშუქებს მიიღებს, ასევე მსგავსია საბარგულის სახურავი და დიფუზორი. თუმცა ელექტრო i3-თან შედარებით, შიგაწვის ძრავის მქონე მოდელი უფრო გრძელი კაპოტით და ტრადიციული ფორმის საქარე მინით გამოირჩევა.

შესამჩნევად შეიცვლება ავტომობილის სალონიც. თუმცა iX3-ის, i3-ისა და ახალი X5-ის მსგავსად, მესამე სერიასაც Panoramic iDrive და დახრილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა ექნება.

თუმცა ერთი რამ, რაც BMW-ის სრულად არ გაუმხელია, ახალი თაობის მესამე სერიის შესაძლებლობებია. მაგრამ გერმანელებმა M350 xDrive უკვე დაგვიანონსეს, რომელიც M340i xDrive-ს ჩაანაცვლებს. ავტომობილი 3-ლიტრიან, ტურბო 6-ცილინდრიანს გამოიყენებს, რომელსაც 48-ვოლტიანი mild-ჰიბრიდი სისტემა დაეხმარება. შედეგად, ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრე 437 ცხენის ძალას მიაღწევს, ხოლო მაბრუნი მომენტი — 580 ნიუტონმეტრს.

View this post on Instagram

A post shared by BMW Group (@bmwgroup)

M350 xDrive-ს 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სრულად ამძრავი სისტემა ექნება. თუმცა ამ უკანასკნელს უკანა წამყვანზე გადასვლის რეჟიმიც ექნება, რომელსაც BMW უცნაურ სახელს, Drift Moment-ს, არქმევს.

სამომავლოდ, წესით, ახალი თაობის 6-ცილინდრიან M3-სა და M4-საც უნდა ველოდოთ, თუმცა მათ BMW, სავარაუდოდ, 2028 და 2030 წლებში წარგვიდგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები