სუპერქარი, ჰიპერქარი, მაკლარენი, მაკლარენ პი1
Aa
Aa

McLaren P1 ჰიბრიდული ჰიპერქარის შთამომავალი 2024 წელს გამოვა

McLaren-ი P1-ის შთამომავალს გამოუშვებს.

McLaren P1-ის გარშემო ჭორები არ წყდება. სიახლე კი ისაა, რომ მის შთამომავალს 2024 წელს ვიხილავთ. ამაზე კომპანიის დირექტორმა მაიკ ფლუიტმა განაცხადა.  

მისივე განცხადებით, კომპანია ჰიბრიდულ აგრეგატს ამზადებს. ისინი სრულიად ელექტრო ჰიპერქარზე უარს ამბობენ.

„წარმოიდგინეთ 765LT ტრეკზე. ივლის 30 წუთს და შემდეგ დასატენად მთელი დღე დასჭირდება. ეს მომგებიანი პოზიცია არაა“. - თქვა მან.

ახალი რეგულაციების გამო, მაგალითად, ბრიტანეთში 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავების აკრძალვას აპირებენ, სრულიად ელექტრო McLaren-იც მომავალში მოსალოდნელია.

„როგორც იცით, ჩვენი სტრატეგია ერთ პლატფორმაზე წარმოებაა. ჩვენ ზოგიერთი ბაზრისთვის EV პლატფორმა დაგვჭირდება, ზოგისთვის კი ჰიბრიდული“. - ამბობს ფლუიტი.  

სხვა დეტალები P1-ის შთამომავალზე ჯერ უცნობია. ტენდენციების გათვალისწინებით, მანქანას, სავარაუდოდ, მძიმე მატერიების შემცირებით გააუმჯობესებენ. ფასს კი 7-ნიშნას უნდა ველოდოთ.

ამჟამად კომპანია McLaren Elva-ს აწარმოებს. საწყისი გეგმა 399 ეგზემპლარის აწყობა იყო, თუმცა ეს რიცხვი 249-ზე დაიყვანეს. გაყიდვები 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო, შესაძლოა გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები