ისედაც სწრაფი McLaren Senna-ს აჩქარება Novitec-მა გააუმჯობესა
100 დამატებითი ცხენის ძალით, მანქანის აჩქარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
Senna იმ მანქანათა რიცხვში არ არის, რომელსაც ტუნინგ ატელიეების ყურადღების მიქცევა სჭირდება. McLaren-მა ის თავიდანვე გენიალური შექმნა. მათთვის, ვისაც ტრეკის ვერსია ურჩევნია, მეტი ძალით და ნაკლები წონით, GTR არსებობს. თუ უფრო ძლიერ Senna-ს ეძებთ, რომელიც ტრეკისთვის არაა, Novitec-მა თქვენთვის გამოსავალი იპოვა.
ტუნერის პროგრამა მანქანისთვის, რომელსაც ფორმულა 1-ს ლეგენდის სახელი ჰქვია, ტვინ-ტურბო 4.0-ლიტრიანი ძრავის განახლებულ ვერსიას მოიცავს. ჩვეულებრივ ამ მანქანის V8 789 ცხენის ძალასა და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. Novitec-მა ცხენის ძალები 889-მდე, მაბრუნი მომენტი კი 888ნმ-მდე გაზარდა.
შედეგად, 0-100კმ/სთ-ს მანქანა 2.7 წამში აღწევს. 0-200კმ/სთ მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავია - 6.5წმ. სტანდარტულ მოდელთან შედარებით, ეს დრო 0.3-ით შემცირდა. მაქსიმალური სიჩქარე, 335კმ/სთ, უცვლელია.

ძალის გაუმჯობესების მცირე ნაწილს Inconel-ის გამონაბოლქვის სისტემით მიაღწიეს. მსგავსი ტექნოლოგია ფორმულა 1-ს ბოლიდებში გამოიყენება. ფერის ორი არჩვეანი გაქვთ, შავი და უჟანგავი მეტალის შესახედაობის 95-მილიმეტრიანი წყვილი მილები.
Novitec-ი მანქანის შესანიშნავ ექსტერიერს არ შეხებია. მათ მხოლოდ დისკები გამოცვალეს. Vossen-ის 20-იანები წინ, ხოლო 21-იანები უკან დააყენეს. საბურავები - Pirelli P Zero.

იმ 500 ადამიანს, ვისაც Senna უკვე ნაყიდი ჰყავს, ატელიე სალონის განახლებას სთავაზობს. ტყავის და ალკანტარას მატერია სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი.