კარმამ გასაჩერებელი ადგილის ქურდზე შური იძია
გასაჩერებელი ადგილის წართმევის მცდელობა ავარიით დასრულდა.
გასაჩერებელი ადგილის პოვნა მარტივი არ არის. ამ სუვის პატრონის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ არც კი შეიმჩნია ავტომობილი, რომელიც უკუსვლით ამ ადგილის დაკავებას აპირებდა. მისი შეჩერება მხოლოდ კედელმა შეძლო.
ვიდეოში ჩანს, როგორ აპირებს Toyota-ს მძღოლი ავტომობილის გაჩერებას უკუსვლით. მალევე კადრში სუვი ჩნდება. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს სუვი გაჩერებას აპირებს, მაგრამ Nissan-ი უჩქარებს. თუმცა მისი ისტორია ბედნიერად არ სრულდება. თავს მომენტალური კარმა იჩენს და ის რაღაც მყარ ბარიერს ეჯახება.
იყო ეს სატერფულების უბრალო არევა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდია.