ახალი Bentley Mulsanne 6.75 Edition: უკანასკნელი „მულსანის“ წარმოება შეჩერებულია
კორონავირუსის პანდემიის გამო, „ბენტლის“ საწარმო ქარხანა დაიხურა, რაც უკანასკნელი Mulsanne-ის ექსკლუზიური, ლიმიტირებული წარმოების ვერსიის გამოშვებაზე აისახა.
ულტრა-ექსკლუზიური Bentley Mulsanne 6.75 Edition-ის, Mulsanne-ის უკანასკნელი მოდელის წარმოება, კორონავირუსის პანდემიის და საწარმოს დაკეტვის გამო გადაიდო.
ლიმიტირებული 6.75 Edition სერია „ბენტლის“ ძარის დიაზინის განყოფილებამ Mulliner-მა შექმნა, რათა Mulsanne-ის 11-წლიანი წარმოების დასასრული აღნიშნონ. ბრიტანული ავტომწარმოებლის ფლაგმანური მოდელი 2009 წლიდან იწარმოებოდა. იგი ასევე უკანასკნელი „ბენტლი“ იქნება, რომელიც შეუდარებელი, ყველაზე დიდი წარმოების ისტორიის მქონე 6,75-ლიტრიანი V8 ძრავით იქნება აღჭურვილი.
Mulsane 6.75 Edition-ის 30 ეგზემპლარის გამოშვება გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ვირუსის პანდემიის გამო და „ბენტლის“ საწარმოს დახურვა მოუწიათ, რაც გამოშვების ვადა ზაფხულამდე გადაწია. კომპანიაში აღნიშნული მოდელი „ბრიტანული ავტოინჟინერიის ნიმუშად“ მოიხსენიება.

მარკეტინგის ხელმძღვანელი კრის კრაფტის განცხადებით, კომპანიას „მულსანის“ მოდელის ჩანაცვლების გეგმაზე ჯერ არც უფიქრიათ და ავტომობილზე მომუშავე თანამშრომლები სხვა პროექტებში გადანაწილდებიან. რესურსის ძირითადი ნაწილი Flying Spur-ს დაეთმობა, რადგან Mulsanne-ის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, ის გახდება კომპანიის ფლაგმანური სედანი და 2023 წელს Flying Spur-ის ჰიბრიდული ვერსიაა მოსალოდნელი.
Mulsanne 6.75 Edition 530-ცხენისძალიანი Mulsanne Speed-ის ბაზაზეა აწყობილი. განსხვავებია დიზაინის უმნიშვნელო დეტალები, რომელიც ამ მოდელის ექსკლუზიურობას და 6.75 Edition ლიმიტირებულ სერიას ხაზს უსვამს.
სტანდარტული „მულსანისგან“ განსხვავებული ქრომის ახალი პანელები დაემატა. 6.75 Edition-ს ქრომირებული დისკები ამშვენებს. „ბენტლის“ ძრავები ხელით იწყობა და თითოეულ ძრავაზე, როგორც წესი, იმ ინჟინრის სხელი და ხელმოწერა იტვიფრება. 6.75 Edition-ის შემთხვევაში 30-ივე „ბენტლის“ ძრავაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ედრიან ჰოლმარკის ხელმოწერა იქნება.

6,75-ლიტრიანი V8 ძრავა პირველად 1959 წელს Bentley S2-ში გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ძრავა ფაქტობრივად ძველთან არც ერთ ნაწილს არ იზიარებს, კომპანიის განცხადებით, ძრავა იმავე სტრუქტურით და იმავე პრინციპებზეა აწყობილი და ზომებში არ შეცვლილა.