პიკაპი, კლასიკური ავტომობილები, ფორდი, ტუნინგი, ვი 8, ფორდ ეფ-100
Aa
Aa

ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით

ცნობილმა ტუნინგ ატელიემ, Fat Fender Garage-მა SEMA-ს გამოფენისთვის თავისი ყველაზე ამბიციური პროექტი წარადგინა. კომპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის სახელს სრულად ამართლებს — შედეგად კი მივიღეთ 1956 წლის Ford F-100, რომელსაც ოფიციალურად GT/FX ეწოდება.

ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 1
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 2
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 3
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 4
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 5

ეს კლასიკური პიკაპი ტუნერებმა, ფაქტობრივად, სრულიად თავიდან ააწყვეს. FFG-მ მანქანა სრულიად ახალი, კომპანიის შიგნით დაპროექტებული კიბისებრი ჩარჩოთი აღჭურვა, ხოლო ძარა — თავისი ექსტრემალურად ფართო და მასიური თაღებით — სრულად ხელით, ფოლადისგან გამოიჭედა, რათა პიკაპის პროპორციები ახალ დონეზე აეყვანათ.

ინჟინრებმა სახურავი და კაპოტი გააბრტყელეს, ხოლო მთლიანი კაბინის სექცია ორი დუიმით დაადაბლეს. თავდაპირველი ცხაურა ექსტერიერის ერთადერთი დეტალია, რომელიც ხელუხლებელი დარჩა, თუმცა პიკაპმა მიიღო კარბონის სარკეები, ახალი სატვირთო განყოფილება, ახალი წინა ბამპერი და... Mustang GT350-ის უკანა დიფუზორი!

ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 1
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 2
ტუნინგის მწვერვალი — იხილეთ 1956 წლის Ford F-100 800 ცხენის ძალითა და Coyote V8 ძრავით — ფოტო 3

კაპოტის ქვეშ კი ნამდვილი მონსტრი იმალება — Mustang-ის 5.0-ლიტრიანი Coyote V8, რომელსაც ზურგს Whipple-ის 3.0-ლიტრიანი კომპრესორი უმაგრებს. შედეგად, აგრეგატი 800 ცხენის ძალასა და 1016 ნიუტონს გამოიმუშავებს. მთელი ეს კოლოსალური სიმძლავრე უკანა თვლებს 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით გადაეცემა, ხოლო აირების გაშვებაზე FFG-ის სპეციალური შეკვეთით შექმნილი გამოსაბოლქვი და Borla XR-1 Raceline მაყუჩები ზრუნავენ.

ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?

ინტერიერში გველის შავი ტყავით გაწყობილ სპორტულ სავარძლებსა და თანამედროვე ციფრულ მონიტორებს ვხვდებით. პროექტის დიზაინის შემუშავებასა და მის აღსრულებაში ატელიემ 15 000 საათი დახარჯა.

„GT/FX ჩვენი ისტორიის ყველაზე ამბიციური პროექტი და Fat Fender Garage-ის ათწლეულების გამოცდილების კულმინაციაა“, — ვკითხულობთ ატელიეს განცხადებაში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    ამ Nissan 300ZX-მა ავტოფარეხში 28 წელი გაატარა, ახლა კი მისი აღდგენის დროა
    ამ Nissan 300ZX-მა ავტოფარეხში 28 წელი გაატარა, ახლა კი მისი აღდგენის დროა