ვიდეო: Rivian R1T-ს ნახევრად სატვირთოს ბუქსირება მარტივად გამოსდის
Aa
Aa

ვიდეო: Rivian R1T-ს ნახევრად სატვირთოს ბუქსირება მარტივად გამოსდის

Rivian R1T საჭირო დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა.

ელექტრო ავტომობილებს ბუქსირების კარგი შესაძლებლობა აქვს. მათ შორის 4-მოტორიანი Rivian R1T გამოირჩევა. მას 835 ცხენის ძალა და 1 231ნმ აქვს. როგორც ჩანს, ამ ავტომობილსთვის ნახევრად სატვირთოს ბუქსირება პრობლემას არ წარმოადგენს.

Reddit-ზე გამოქვეყნებული ეს ვიდეო 13 აპრილს ილინოისში, ნორმალშია გადაღებული. R1T სწორედ ამ ქალაქში იწყობა, ამიტომ მისი იქ ნახვა გასაკვირი სულაც არაა. უფრო საინტერესო ისაა, როგორ მოხვდა სატვირთო იქ, საიდანაც Rivian-მა ამოათრია.

ამაში შეიძლება ბრალი წვიმას მიუძღოდეს. სატვირთო გზიდან გადავიდა და მძღოლი, შეცდომის გამოსწორების დროს, გაიჭედა.

Rivian-ის გმირობას კიდევ უფრო შთამბეჭდავად გზის სველი ზედაპირი აქცევს. ეს ნახევრად სატვირთო 6803 კილოგრამს იწონის. Reddit-ის ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ეს სცენა დადგმული იყო, რადგან სატვირთოზე ბევრად პატარა ზომის ავტომობილი დავალებას ზედმეტად მარტივად გაუმკლავდა.

თავად Rivian R1T 3,242 კილოგრამს იწონის. ოფიციალური მონაცემებით, მას 4,990 კილოგრამის ბუქსირება შეუძლია. თუმცა, ამ ვიდეოში, როგორც ვხედავთ, ის თავისზე ორჯერ მძიმე ნახევრად სატვირთოს მარტივად უმკლავდება.

მსგავსი სიახლეები