გერმანიაში სპეციალური კამერები გამოავლენს მძღოლებს, რომლებიც მართვისას სმარტფონებით სარგებლობენ
გერმანიაში კამერის ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც უყურადღებო მძღოლებს გააკონტროლებს. დაადგენს, უჭირავს თუ არა მძღოლს სმარტფონი.
საჭესთან გონებაგაფანტულობის პრობლემა მთელს მსოფლიოში აქტუალურია. სმარტფონები ავტომობილებში მულტიმედია სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს ზოგჯერ მძღოლებს მართვაზე კონცენტრაციას აკარგვინებს.
„უყურადღებოდ მართვის გამო 2021 წელს 1 001 ავარია მოხდა. მიზეზი ხშირად მობილურის მოხმარება იყო. ახალი კამერებით საგზაო უსაფრთხოება გაიზრდება“, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი როჯერ ლევენცი.
ეს ტექნოლოგია ჩვეულებრივი სიჩქარის კამერებივით მოქმედებს. მაგრამ, სანომრე ნიშანზე სურათების გადაღების ნაცვლად, სურათს საქარე მინას უღებს. კამერა მძღოლის ხელის პოზიციას აფიქსირებს. საეჭვო შემთხვევაში კამერა სურათს გადაიღებს. შემდეგ კი ამ ფოტოს გაწვრთნილი პერსონალი შეაფასებს.
საცდელად ერთი კამერა უკვე დააყენეს. ერთი საათის განმავლობაში კამერამ 10 კანონდამრღვევი მძღოლი დააფიქსირა.
2022 წლის პირველ ივნისს საცდელად კამერას ტრირში დააყენებ. შემდეგ ეს ტექნოლოგია მაინცშიც გამოჩნდება. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაადგენენ, ამართლებს თუ არა ახალი კამერები.
ჯარიმა €100 და მართვის მოწმობაზე დაკლებული 1 ქულა იქნება. თუმცა, პოლიცია ამტკიცებს, რომ მთავარი მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაზრდაა და არა ჯარიმებისგან შემოსავლის მიღება.
ეს ტექნოლოგია ინოვაციური სულაც არაა. ასეთი კამერები ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში 2019 წლიდან მუშაობს. შემდეგ ეს ტექნოლოგია ნიდერლანდების პოლიციამაც გამოიყენა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასეთი კამერები ევროპის ქვეყანაში გამოჩნდა.