ილონ მასკის თქმით, Rivian-ი და Lucid-ი გაკოტრებისკენ მიდიან
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის თქმით, ელექტრო ავტომობილების სტარტაპები Lucid Group და Rivian Automotive გაკოტრებისკენ მიდიან.
ილონ მასკი Tesla-ს მფლობელებს ტეხასის ქარხანაში შეხვდა და ელექტრო ავტომობილების 2 სტარტაპზე სერიოზული განცხადებები გააკეთა.
„Rivian-ი და Lucid-ი თუ რამეს არ შეცვლიან, ორივე გაკოტრდება. ორივე კომპანია გაკოტრებისკენ მიერმართება“.
მასკმა ეს კომპანიები თვითმფრინავს შეადარა, რომელიც ცხვირით სწრაფად ეშვება. მისი თქმით, გადარჩენისთვის ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შეამცირონ.
„იმედი მაქვს, რამეს მოახერხებენ, მაგრამ თუ ხარჯებს მნიშვნელოვნად არ შეამცირებენ, სერიოზული პრობლემები ექნებათ და სასაფლაოზე დაასრულებენ ისევე, როგორც სხვა კომპანიებმა, Tesla-სა და Ford-ის გარდა“.
საინტერესოა, რომ მასკმა მხოლოდ Tesla და Ford-ი დაასახელა ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებში, რომლებიც გადარჩებიან. სავარაუდოდ, ის ზოგადად ამერიკულ ავტომწარმოებლებს გულისხმობდა, მაგრამ GM-ისა და Stellantis-ის გამოტოვება მაინც საკამათოა.
მასკმა Rivian-ის გაზრდილ ფასებზეც ისაუბრა.
„როცა ავტომობილის ფასს ზრდი, მისი პოტენციური მყიდველების რაოდენობას ამცირებ“, - ამბობს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Rivian-ი თითოეულ აწყობილ ატომობილზე ფულს მართლაც კარგავს. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ R1T და R1S, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, მაინც მეტისმეტად იაფი ღირს.
ამავე დროს, Rivian-ს გასული კვარტლის შემდეგ $17-მილიარდი ნაღდი ფული ჰქონდა. ეს თანხა ატლანტას ქარხანაში ახალი თაობის R2 სერიის ავტომობილების ასაწყობად საკმარისია.
რაც შეეხება Lucid-ს, პირველი კვარტალი $5.4 ნაღდი ფულით დაასრულა, რომლის დახარჯვასაც 2023 წელს აპირებს. ფასების გაზრდა ივნისის თვიდან ამ სტარტაპსაც მოუწია.