Rolls-Royce, Bugatti, ბიზნესმენი
Aa
Aa

ყურადღების მისაპყრობად ბიზნესმენი Rolls-Royce-ისა და Bugatti-ს კარზე აზიდვებს აკეთებს

ზოგ მდიდარ ადამიანს უცნაური ჰობი აქვს.

სოციალურ ქსელში პოპულარობისთვის გადაღებულ ბევრ გიჟურ ვიდეოს ნახავთ. ადამიანები მოწონებების და მიმდევრების რაოდენობის გასაზრდელად რას აღარ აკეთებენ. მაგალითად, ბოლო დროს გავრცელდა ვიდეო, როგორ აკეთებს Bugatti Chiron-ის კარზე ჩამოკიდებული კაცი აზიდვებს. თანაც, როგორც ჩანს, ეს უკვე მის ჰობად იქცა.

ვიდეოში ბიზნესმენი კრისტოფ ციტმანია, რომელსაც ეგზოტიკური ავტომობილების გაყიდვისა და გაქირავების სერვისები აქვს. ის Go Luxury Summer Tour 2022-ში მონაწილეობდა. ტური იბიცადან მონაკოში მიემართებოდა. კრისტოფი Bugatti-ს საჭესთან იჯდა. ერთ-ერთი შეჩერების დროს, მან იფიქრა, რომ კარგი იდეა იქნებოდა, თუ Chiron-ს კარზე ჩამოკიდებული აზიდვებს გააკეთებდა. ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილი პორტის კიდეზეა გაჩერებული. კაცი კი კარზეა ჩამოკიდებული. მთავარი გამოწვევა იმაშია, რომ კარმა უნდა გაძლოს და კაცი წყალში არ ჩავარდეს.

Bugatti Chiron-ის შეკეთების ხარჯები წარმოუდგენლად მაღალია, მაგალითად წინა ნაწილი $400 000 ღირს, სახურავი - $55 000. დაზიანებული კარის შეკეთების ხარჯები წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა, კარი კარგად უძლებს, რაც Bugatti-ს მაღალ ხარისხზე მიუთებს.

როგორც ჩანს, ბიზნესმენი ამას პირველად არ აკეთებს. კიდევ ერთ ვიდეოში ის Rolls-Royce-ის კუპეს კარზეა ჩამოკიდებული. გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ, „როლსის“ კარი ისევ უპრობლემოდ იკეტება. დამატებით წონას კარგად გაუმკლავდა. კიდევ ერთ ვიდეოში კრისტოფი Bugatti Veyron-ის კარზე ზის.

ბიზნესმენმა მიზანს მიაღწია. მან უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ამაში ხელი გამძლე ეგზოტიკურმა ავტომობილებმა შეუწყო.

მსგავსი სიახლეები