Aa Aa
21 ნოემბერი 2022  |  12:30

Nissan Altima-ს მძღოლი ევაკუატორზე ავარდა

ევაკუატორი გზაზე იყო გაჩერებული და საავარიო სიგნალი ჰქონდა ჩართული.

ალბათ, ყველა მძღოლს, ვინც ევაკუატორის უკან აღმოჩენილა, ერთხელ მაინც მოსვლია თავში აზრად მასზე ასვლა. ისე, როგორც ფილმებშია. Nissan Altima-ს ამ მძღოლმა იფიქრა, რომ ამ აზრის რეალობად ქცევა სახალისო იქნებოდა.

ფლორიდას ქალაქ ვენეციის სახანძრომ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ არის Nissan Altima ევაკუატორიდან გადმოკიდებული. სახანძროს თანახმად, ავტომობილი ევაკუატორზე ავიდა.

როცა მაშველები ადგილზე გამოცხადდნენ, მგზავრის სავარძელში შუახნის მამაკაცი დახვდათ. უცნობია, გააკეთა ეს მძღოლმა განზრახ, თუ უბრალოდ უყურადღებოდ მართავდა. ისიც უცნობია, რა სიჩქარით გადაადგილდებოდა Altima.

ევაკუატორს პანდუსი დაშვებული ჰქონდა. საავარიო სიგნალიც ჩართული იყო.

მძღოლს უთხრეს, რომ ავტომობილში დარჩენილიყო, სანამ მის გასწორებას შეძლებდნენ. წინა ნაწილი ღვედებით გაასწორეს. უკანა ნაწილის სტაბილიზაციისთვის კი ამწე გამოიყენეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს მძღოლი ავტომობილიდან.  

ეს „გართობა“ მამაკაცს ძვირად დაუჯდა. ის პოლიციამ დაუდევარი მართვისთვის დააჯარიმა.

გაზიარება: