ქურდები კატალიზატორის მოსაპარად Lamborghini Urus-ით მივიდნენ
ქურდებისთვის ფურგონები აღარაა მოსახერხებელი. ახლა მათ Lambo-ები ჰყავთ.
რას მართავენ ქუდები? დაჭეჭყილ სედანს? ფურგონს? ძველ სატვირთოს? სავარაუდოდ, ქურდები ისეთ ავტომობილს უნდა მართავდნენ, რომელიც ყურადღებას ნაკლებად მიიპყრობს.
როგორც ჩანს, კალიფორნიელი კატალიზატორის ქურდები ასე არ ფიქრობენ. უსაფრთხოების კამერამ გადაიღო, როგორ გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი Lamborghini Urus-ით. მიზანი? კატალიზატორის მოპარვა.
Around 4am on 11/9/22, in the 3800 block of 184th Street, four male suspects exit a yellow Lamborghini Urus w/ black rims to steal a catalytic converter. If you have any information regarding this incident please contact Detectives at 310-618-5570. #Torrance #LosAngeles #SouthBay pic.twitter.com/U7R9sjYRZO
— Torrance Police (@TorrancePD) November 17, 2022
ვიდეოში ავტომობილის ნომერი არ ჩანს. ჩანს, რომ Urus-ს შავი დისკები აქვს. სანამ დანარჩენები კატალიზატორს იპარავენ, ერთი ადამიანი გარემოს აკვირდება.
ბოლო დროს კატალიზატორების ქურდობის შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გავრცელებულია. თვის დასაწყისში ამერიკის იუსტიციის სამინისტროს კატალიზატორების ქურდობის ჯაჭვი გახსნა, რომელიც 5 შტატს მოიცავდა. კრიმინალური სქემით ჯამში $545 მილიონი გამოიმუშავეს.