Aa Aa
24 ნოემბერი 2022  |  11:33

აქტივისტებმა ენდი ვორჰოლის მიერ შეღებილ BMW M1-ს 8 კგ ფხვნილი დააყარეს

კლიმატის აქტივისტები რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ. ისინი პროტესტის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და BMW-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილზე თავდასხმა გადაწყვიტეს.

Reuters-ის მიხედვით, Ultima Generazione-ს წევრები მილანის მუზეუმში შეიჭრნენ, სადაც ენდი ვორჰოლის მიერ შეღებილი BMW M1 საჩვენებლად იყო გამოტანილი.

აქტივისტებმა ცნობილ ავტომობილს 8 კგ ფქვილი დააყარეს. მათი თქმით, „ამ საქციელისთვის დასჯა და სკანდალის შექმნა ნამდვილი აბსურდია, რადგან ამ დროს მსოფლიოში ათასობით ადამიანი კლიმატური კრიზისისგან იღუპება.“

„ჩვენი საზოგადოების აკვიატება საგნებია, ხოლო მომავლის გადარჩენაზე და ბავშვებზე არავინ ზრუნავს“, - აცხადებენ ისინი. 



აქტივისტთა პროტესტი აქ არ შეწყვეტილა. მათ ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების შეჩერებაც მოითხოვეს. თანაც, პირობა 2025 წლამდე უნდა შესრულდეს. ისინი ქარისა და მზის ენერგიის მეტ გამოყენებას ითხოვენ.

ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ გახლავთ. პარიზის ავტოჩვენებაზე Extinction Rebellion-ის წევრებმა ხელები Ferrari-ზე მიიწებეს. იქამდე კი Scientist Rebellion-ის აქტივისტებმა Autostadt-ზე, გერმანიაში, Porsche-ს საჩვენებელ მოედანზეც იგივე გააკეთეს. 

როგორია თქვენი მოსაზრება აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით? არის თუ არა მათი მოთხოვნა სამართლიანი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: