არასათანადოდ დაფასებული შვედური ხარისხი: 2011 წლის Saab 9-5
2011 წლის Saab 9-5 საშუალო ზომის სედანია და ამ კატეგორიაში 10-ქულიანი შეფასებიდან 8 ქულას იმსახურებს. თავისი მაღალი ხარისხის ინტერიერით და კომფორტული მართვით, ის იაპონური და გერმანული ავტომობილების მოხდენილი ალტერნატივაა. თუმცა, სამწუხაროდ, 9-5 ამ კლასის ავტომობილების უმეტესობას კონკურენციას ვერ უწევს.
როცა Saab 9-5 ახალი იყო, მისი უნიკალური სალონი კრიტიკოსებს მოსწონდათ. უმეტესობა ამბობდა, რომ ეს ავტომობილი საკმაოდ სწრაფია, მაგრამ იმდენადაც არა, რომ სპორტული სედანი იყოს. კრიტიკოსები მას უმეტესად დადებითად აფასებდნენ, მაგრამ აღნიშნავდნენ, რომ კონკურენტების წინააღმდეგ მას ნაკლები დადებითი მხარეები აქვს.

ძრავა და საწვავის ეკონომია
9-5 სედანებს ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Turbo 6 და Aero მოდელებს უკეთესი შეფასებები ჰქონდათ. მათი ტურბოდაბერვის V6 ძრავები 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 4-ცილინდრიანი მოდელები წინაწამყვანია, V6 კი - 4x4.
სტანდარტული 4-ცილინდრიანი მოდელები ქალაქში 11.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი - 7.1 ლიტრს. ოთხივეწამყვანიან მოდელებს წვის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვს.

განზომილებები
2011 Saab 9-5 აგებულია GM's Epsilon-ის პლატფორმაზე და უფრო დიდი და ტევადიცაა, ვიდრე წინა მოდელები. ის 172მმ-ით გრძელია, ვიდრე პირველი თაობის 9-5 და 361მმ-ით გრძელი, ვიდრე 9-3.
მიუხედავად იმისა, რომ „მერსედესს“ უფრო გრძელი თვლების ბაზა აქვს, 9-5 უფრო გრძელი და ფართოა.
ამ კლასში ამ მოდელს თითქმის ყველაზე ტევადი საბარგული აქვს. მისი მოცულობა 0.5მ ³-ია.

ინტერიერი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკოსებს ყოველთვის მოსწონდათ „სააბის“ სალონი. ის ნათელი და კომფორტულია. სალონში დიდი სივრცეა. განსაკუთრებით უკანა სავარძლების ფეხის სივრცე. სტანდარტულ მოდელებს კლიმატ კონტროლი, Bluetooth, ტყავის საავრძლები, 9-დინამიკიანი სტერეო USB პორტით მოჰყვება. პანორამული ლიუკი, პარკირების სენსორები, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სიტემა, DVD სისტემა და ნავიგაცია 10 გიგაბაიტიანი მყარი დისკით დამატებითი ფუნქციებია. ამ ფუნქციების გამოყენება ძალიან მარტივია.

„სააბის“ კონკურენტები
თუ 9-5 მოგწონთ, მაშინ თქვენს მოწონებას 2011 Buick Regal-იც დაიმსახურებს. ამ ორ ავტომობილს მსგავსი დაკიდება და ტრანსმისია აქვს, თუმცა კრიტიკოსების შეფასებით, „რეგალი“ უკეთესად იმართება. თუმცა „ბუიკს“ ისეთივე ტევადი საბარგული არ აქვს, როგორც „სააბს“.
2011 Volvo S60-იც 9-5-ის კონკურენტია. ამ შვედურ ავტომობილს შესანიშნავი სალონი და ძლიერი ძრავა აქვს. უსაფრთხოების მხრივ ორივე ავტომობილს მაღალი რეიტინგი აქვს. თუმცა, S60 სტანდარტულადაა 4x4. S60 უდავოდ ამ კლასის ერთ-ერთი ლიდერია.

2011 წლის 9-5 ელიტური სედანია, რომელიც კარგად გამოიყურება, კარგად დადის და მგზავრებისთვის დიდ სივრცეს გვთავაზობს. თავის გერმანელ კონკურენტებზე იაფიც ღირს, თუმცა ამ კლასში საუკეთესო ავტომობილის წოდებას ნამდვილად ვერ იმსახურებს. ეს მოდელი კომპანიისთვის წამგებიანიც კი აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ავტომწარმოებლებზე უარყოფითად იმოქმედა. მათ შორის „სააბზეც“. გაყიდვების რამდენიმე წლიანი ჩავარდნის შემდეგ 2011 წლის დეკემბერში ეს კომპანია ოფიციალურად გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც თავის თავდაპირველ საქმიანობას - თვითმფრინავების წარმოებას დაუბრუნდა.