ჰიუნდაი, სედანი, ჰიუნდაი ელანტრა, დიზაინი, ფუტურისტული მოდელი
Aa
Aa

როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra

Hyundai-ს დიზაინი ახალ ეტაპზე გადადის (თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს...). პრეზენტაციაზე კომპანიამ მოდელი „ყოველდღიურ მასლქარად“ შეაფასა — მართალია, მისი ტექნიკური მონაცემები სუპერქარების ლიგაში არ არის, მაგრამ გამოკვეთილი ფრთები, უცნაური სილუეტი და რეტრო-ფუტურისტული ხაზები ამ ლოგიკას ნაწილობრივ ამართლებს.

ახალი Elantra წინამორბედთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა: მისი სიგანე რეკორდულ 1854 მილიმეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე დაახლოებით 86 მილიმეტრით გაიზარდა. გაბარიტებით სედანი უკვე საშუალო ზომის Sonata-ს უახლოვდება, თუმცა მწარმოებელი გვპირდება, რომ ავტომობილის წონა 1360 კილოგრამს არ გადააჭარბებს.

ასევე იხილეთ: „ქართველებს სილამაზის აღქმა დაქვეითებული გვაქვს" - ზვიად ციკოლია | Car-ხანა

აშშ-ის ბაზარზე ახალი Elantra თავდაპირველად ბენზინის ვერსიით გამოჩნდება, ხოლო ჰიბრიდული მოდიფიკაცია 2028 წელს დაემატება. ბენზინის ვერსია აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი SmartStream ძრავით, რომელიც 147 ცხენის ძალასა და 187 ნიუტონს გამოიმუშავებს. საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე დაახლოებით 6.7 ლიტრია. რაც შეეხება ჰიბრიდულ ვერსიას, ამ შემთხვევაში აქცენტი მაქსიმალურ ეკონომიურობაზეა გაკეთებული — 1.6-ლიტრიანი სისტემის ჯამური სიმძლავრე 155 ცხენის ძალას შეადგენს, სამაგიეროდ საწვავის საშუალო ხარჯი 4.4 ლიტრამდე მცირდება.

როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 1
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 2
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 3
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 4

როგორც ჩანს ექსტერიერის კატასტროფის გამოსწორება სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა სედანის სალონში სცადა — მკვეთრ გარე ხაზებს აქ რბილი ტექსტურის მქონე მომრგვალებული ზედაპირები და დახვეწილი განათება ცვლის. ცენტრალურ კონსოლზე სტანდარტულად გვხვდება 12.9-დუიმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელსაც საჭის უკან ვიწრო, 9.9-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფა ავსებს. სისტემა Hyundai-ს ახალ ოპერაციულ სისტემა Pleos-ზე მუშაობს, რომელიც ვიზუალურად მკაფიოა, თუმცა ინფორმაციით საკმაოდ გადატვირთული ჩანს.

როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 1
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 2
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 3
როცა ერთი ნორმალური დიზაინერიც ვერ იპოვე — იხილეთ ახალი Hyundai Elantra — ფოტო 4

ეკრანზე თითის დაჭერის საჭიროების შესამცირებლად სისტემაში ახალი სასაუბრო ასისტენტია ინტეგრირებული. ამასთან, მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ, Hyundai-მ საჭესა და ცენტრალურ პანელზე (გათბობისა და კონდიცირების სამართავად) რეალური, ფიზიკური ღილაკები და გადამრთველები შეინარჩუნა. 

ცნობილია, რომ როგორც ბენზინის, ისე ჰიბრიდული სედანების სერიული წარმოება მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება — ფასები ჯერჯერობით არ სახელდება (თუმცა ჩვენ მას მაინც არ გადავიხდით...) 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Hyundai Tucson-ისა და Kia Sportage-ის „სამოქალაქო ომს“ ერთი გამარჯვებული ჰყავს
    Hyundai Tucson-ისა და Kia Sportage-ის „სამოქალაქო ომს“ ერთი გამარჯვებული ჰყავს