საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვები 20 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
„სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს