Aa Aa
1 თებერვალი 2023  |  10:34

ჯეი ლენო ამჯერად მოტოციკლეტიდან გადმოვარდა

კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯეი ლენო ამჯერად მოტოციკლეტით ავარიისას დაშავდა.

2022 წლის ნოემბერში ჯეი ლენო ავტოფარეხში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში სახის და ხელების დამწვრობით გადაიყვანეს.

Las Vegas Review Journal-თან ინტერვიუში, ლენო თქვა, რომ მოტოციკლეტით საკმაოდ უცნაურ ავარიაში მოყვა. მოიტეხა ლავიწის ძვალი, გაუტყდა ორი ნეკნი და დაიზიანა ორი კვირისტავი.

ცნობილი კოლექციონერი 1940 Indian-ს მართავდა, როცა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნო. შემდეგ ქუჩას დაუყვა და პარკინგზე შესვლა გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, პარკინგი, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, სადენით იყო გადაკეტილი. ლენომ სადენი ვერ შენიშნა...

„დამწვრობის მიღებას ეს საჩუქრად მოჰყვება. ამის შემდეგ შენ ჰარისონ ფორდი ხარ, რომელიც თვითმფრინავებს ამტვრევს“, - ამბობს ჯეი ლენო.

მიუხედავად ამ ტრავმისა, 72 წლის ლენო ამბობს, რომ კარგადაა და სამსახურს უკვე დაუბრუნდა.

გაზიარება: