ჰიბრიდი, ჰონდა აკორდი, ჰონდა, ტოიოტა, სუბარუ, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა რავ4, სუბარუ ქროსთრეკი, ტოიოტა ქემრი, სუბარუ ფორესტერი, ჰონდა სიარ-ვი
Aa
Aa

Toyota Vs. Subaru Vs. Honda — რომელს ჰყავს უკეთესი ჰიბრიდები?

ჰიბრიდული ტექნოლოგიები მსოფლიოს ელვისებურად იპყრობს და ამ რბოლაში აზიური ავტოგიგანტები ლიდერობენ. დღესდღეობით ბაზარზე არსებული იაპონური მოდელები ნებისმიერ სეგმენტში გამორჩეულ ალტერნატივებს გვთავაზობენ.

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ

თუ 2026 წელს ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავთ, გთავაზობთ დეტალურ ანალიზს — როგორ გამოიყურება კლასიკური იაპონური დუელები ციფრებში, საწვავის ეკონომიასა და რეალურ დანაზოგში ბენზინგასამართ სადგურებზე.

სუბკომპაქტური ქროსოვერები: Toyota Corolla Cross Hybrid vs. Subaru Crosstrek Hybrid

ამ კლასში არჩევანი ორ სრულიად განსხვავებულ ფილოსოფიას შორის უნდა გააკეთოთ. Toyota-მ თავისი Corolla Cross Hybrid 2023 წელს წარადგინა, ხოლო სრულიად ახალი საინჟინრო პაკეტის მქონე Crosstrek Hybrid-ი ბაზარზე 2026 წლისთვის გამოვიდა.

Toyota Corolla Cross Hybrid-ის სტანდარტული, მხოლოდ ბენზინზე მომუშავე AWD ვერსია საშუალოდ 100 კილომეტრზე საშუალოდ 9,42 ლიტრ საწვავს მოიხმარს მოიხმარს, ხოლო ჰიბრიდული ტექნოლოგია ამ მაჩვენებელს 6.73-მდე ამცირებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ ქალაქის რეჟიმში მანქანა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრასაზე — რაც საცობებისთვის იდეალურ ფორმულას ქმნის. სვლის მარაგის მაჩვენებელიც 639-დან 717 კილომეტრამდე იზრდება.

Subaru Crosstrek Hybrid-ი ჩვეულებრივი Crosstrek-ის  9.74-ის ნაცვლად, ახალი ჰიბრიდული ვერსია 100 კილომეტრზე 7.85 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეს ტოიოტაზე უარესი მაჩვენებელია, თუმცა სუბარუს მთავარი კოზირი უზარმაზარი ავზია — ერთი შევსებით, ჰიბრიდული Crosstrek-ი 962 კილომეტრს გადის.

ვინ იმარჯვებს? მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრით (ცხენის ძალებით) ისინი თითქმის იდენტურები არიან, ტოიოტას ჰიბრიდული სისტემა კომბინირებულ რეჟიმში წვის ნაწილში უფრო ეფექტურია. თუ თქვენთვის პრიორიტეტი ფინანსური ეკონომიაა, Toyota მეტ თანხას დაგიზოგავთ.

კომპაქტური სედანები: Toyota Corolla Hybrid vs. Honda Civic Hybrid

კომპაქტურ კლასში ნამდვილი ტიტანების ბრძოლაა. Corolla-ს ჰიბრიდული ვერსია ამერიკაში 2020 წლიდან დომინირებს და დამატებითი ოპციით AWD სისტემასაც გვთავაზობს, მაშინ როცა ახალი საინჟინრო შედევრი, Civic Hybrid, ბაზარზე 2025 წელს შემოვიდა.

სრული ამძრაობის დამატება ტოიოტას ეკონომიაზე თითქმის არ აისახება. AWD ვერსია 5.89 ლიტრის წვას აჩვენებს, რაც არაჰიბრიდულ ვერსიაზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელია და ჯიბეში წლიურად ასეულობით ლარის დანაზოგს ტოვებს. სვლის მარაგი აქ 872 კილომეტრს აღწევს. 

Honda Civic Hybrid — ჰონდას ახალი სედანის წვა, დაახლოებით, ტოიოტას იდენტურია უსწრებს და 5.76 ლიტრს აფიქსირებს.

ფინანსური თვალსაზრისით, სხვაობა ამ ორ მოდელს შორის, ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა Civic Hybrid-ი გაცილებით მეტ სიმძლავრეს, სპორტულ მართვადობასა და დინამიკას გვთავაზობს, ხოლო Corolla-ს მთავარ პლუსად ამ სეგმენტში უნიკალური AWD სისტემა რჩება.

კომპაქტური კროსოვერები

ეს საავტომობილო ბაზრის ყველაზე ცხელი სეგმენტია, სადაც ოთხი იაპონური გიგანტი უპირისპირდება ერთმანეთს: Toyota RAV4, Honda CR-V და Subaru Forester . 

Toyota RAV4 Hybrid-ის საბაზისო წინაამძრავიანი ვერსია კლასში ყველაზე ეკონომიურია, ხოლო AWD სისტემის დამატება ხარჯებს მინიმალურად ზრდის. სრული ამძრაობით მისი სვლის მარაგი რეკორდულ 972 კილომეტრს შეადგენს.

Honda CR-V Hybrid სრულყოფილად იყენებს ელექტროძრავის მაღალ მაბრუნ მომენტს დაბალ ბრუნებზე. მისი წვა 7.06 ლიტრია. სვლის მარაგი კი ერთი ავზით 900 კილომეტრამდე გაიზარდა. 

Subaru Forester Hybrid — როგორც ტრადიციულ სუბარუს, მას FWD ვერსია საერთოდ არ აქვს. ქალაქისა და ტრასის წვის მაჩვენებლები თითქმის იდენტურია, ხოლო სვლის მარაგი 935 კილომეტრს შეადგენს.

ამ სეგმენტში საწვავის ეკონომიის მხრივ გამორჩევას აზრი არ აქვს. ნებისმიერი მოდელის არჩევისას, სხვაობა მინიმალურია. საუკეთესო სვლის მარაგი ტოიოტას აქვს, ჰონდა მართვით გამოირჩევა, ხოლო სუბარუ — უგზოობის შესაძლებლობებით.

საშუალო ზომის სედანები: Honda Accord Hybrid vs. Toyota Camry Hybrid

    ამ სეგმენტში საქმე კიდევ უფრო რთულადაა — ერთმანეთს ორი ლეგენდარული მოდელი უპირისპირდება...

    Honda Accord Hybrid-ი ტრასაზე 5.88 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ქალაქში 5.53-ს. დიდებულია სედანის სვლის მარაგიც — სავსე ავზი Accord-ით 988 კილომეტრს გაგატარებთ.

    Toyota Camry Hybrid — წელს Camry-ს სრულად ბენზინის ვერსია საერთოდ აღარ არსებობს. წინაამძრავიანი (FWD) მოდელი 100 კილომეტრზე ასევე კომბინირებულად 5.53 ლიტრ საწვავს მოითხოვს. სვლის მარაგი დამოკიდებულია კომპლექტაციაზე — ის 962-დან 1067 კილომეტრამდე მერყეობს.

    შესაბამისად, Toyota Camry კვლავ რჩება სედანის ეფექტურობის ეტალონად. მეტიც, Camry-ზე AWD-ის დამატება ხარჯს მინიმალურად ზრდის.

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები