Aa Aa
21 მარტი 2023  |  10:27

Ferrari 488-ს მძღოლი ქუჩაში „დონატებით“ გაერთო

Ferrari 488 Pista-ს მძღოლმა „დონატების“ შემდეგ გზის საპირისპირო მხარესაც განიზრახა მართვა.

თუ ნიუ იორკში ერთ დღეს მაინც გაატარებთ უცნაურ და უჩვეულო სცენებს აიცილებლად შეესწრებით. ქვემოთ მიბმულ ვიდეოში ერთ-ერთი ასეთი უცნაურობა კადრებზეა აღბეჭდილი.

უპრიალებელ შავ ფერში შეღებილი Ferrari 488 Pista ნიუ იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე „დონატებს“ აკეთებს. თანაც, სრულიად უმიზეზოდ და დაუგეგმავად.

488-ს მძღოლი ლამაზ ქუჩებში ღია წითელ ფერში შეღებილ Lamborghini Aventador SVJ-სთან ერთად მოძრაობს. უცებ Ferrari-ის მძღოლმა შუა ქუჩაში გართობა მოინდომა. „დონატების“ შემდეგ მძღოლი დატრიალდა, ბორდიურს ძლივს ააცილა და გზა „მეხუთე პროსპექტზე“, გზის საწინააღმდეგო მიმართულებით გააგრძელა.

საგულისხმოა, რომ დაუდევარმა მძღოლმა ამ ტრიუკების შესრულება მაშინ დაიწყო, როდესაც გზაზე უამრავი ქვეითი გადადიოდა. ერთი არასწორი მანევრიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ვინმე დაშავებულიყო.

ვიდეოს ბოლოს Gallardo Spyder-ი და ახალი BMW M3-იც ჩანს. სავარაუდოდ, ამ ავტომობილების მძღოლები გართობის მიზნით გადაადგილებისთვის იყვნენ შეკრებილნი. ასეთი ადამიანების უმეტესობას ჰგონიათ, რომ გზა მხოლოდ მათ ეკუთვნით და ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ.

ნორმალური ადამიანების თვალში კი ასეთი ქმედება უბრალოდ დასაცინია და სხვა არაფერი.

გაზიარება: