Aa Aa
4 ივნისი 2023  |  11:20

Bugatti 18 მფლობელს Kennedy Space Center-ში 402 კმ/სთ-ის ბარიერის მოსახსნელად იწვევს

Bugatti-ის მფლობელებს შთამბეჭდავი გამოცდილების მისაღებად ეპატიჟებიან.

Bugatti თავისი ავტომობილის მფლობელებს Kennedy Space Center-ში იმის გამოსაცდელად იწვევს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მათ მანქანებს გადაადგილება.

ოფიციალურად, Bugatti ფლორიდაში არსებულ 4.8 კმ-იან ასაფრენ ბილიკს სწორხაზოვანი აეროდინამიკის ტესტირებებისთვის იყენებს. კომპანიას აეროდრომზე წვდომა დიდი ხნის განმავლობაში ექნება. სწორედ ამიტომ იქ Chiron-ის მფლობელებსაც იწვევენ.

„რამდენიმე წლის წინ 400 კმ/სთ-ის განვითარება სერიოზულ და ფრთხილ მომზადებას საჭიროებდა. საჭესთან საუკეთესო მძღოლი უნდა დამჯდარიყო, ხოლო პირობები ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო,“ - აცხადებს ქრისტოფ პიოჩონი, Bugatti Automobiles-ის პრეზიდენტი. „მაგრამ დღეს, Bugatti-ის ინჟინრული განვითარების წყალობით, ამის გაკეთება უსაფრთხოდაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ Chiron-ის მფლობელებს ამ აეროდრომზე ვიწვევთ. ამ ავტომობილის ბოლომდე გამოცდის შესაძლებლობა, ხშირად, თავად მფლობელებსაც არ აქვთ.“ - ნათქვამია განცხადებაში.


მიუხედავად იმისა, რომ 400 კმ/სთ-იანი ბარიერის გადალახვას დიდი გამოცდილება არ სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლები აეროდრომზე მოუმზადებლები შევლენ. მათ სპეციალური გადამზადებას Bugatti-ის მოდელების ტესტ-პილოტი ჩაუტარებს.

402 კმ/სთ-ზე მძღოლები ყოველ ერთ წამში ფეხბურთის სტადიონის სიგრძის გზას ფარავენ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ინფორმაციის მიღება აუცილებელი გახლავთ. ასევე, ასეთ მაღალ სიმაღლეზე გარემო-ფაქტორების გათვალისწინებაცაა აუცილებელი. მძღოლებმა მხედველობის ორიენტირი ჩვეულებრივზე შორს უნდა აიღონ. ისინი სიცხის მოჩვენებამ არ უნდა მოატყუოს. ეს დამუხრუჭების წერტილისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალები გახლავთ.


საინტერესოა ისიც, რომ Chiron-ის მფლობელებს „მაქსიმალური სიჩქარის გასაღების“ გამოყენებაც მოიწევთ. მისი ავტომობილში მოთავსების შემდეგ მანქანის კომპიუტერული სისტემა თავად ამოწმებს რამდენად მზად არის ის ასეთი სიჩქარის განვითარებისთვის. შემდეგ კი აეროდინამიკას და დაკიდების სისტემას თავად ამზადებს.

როგორც ხედავთ, Bugatti-ის ფლობა სხვა პრივილეგიებთანაც არის დაკავშირებული. ალბათ, Chiron-ის ყველა მფლობელი ბედნიერია, თუმცა ის 18 ადამიანი, რომლებიც ამ „ჰიპერქარებს“ აეროდრომზე გამოცდიან აშკარად უფრო ბედნიერები არიან!

გაზიარება: