Alfa Romeo-ს პირველი EV 2024 წელს გამოვა
Aa
Aa

Alfa Romeo-ს პირველი EV 2024 წელს გამოვა

2027 წლისთვის ამ ბრენდის სრული ხაზი ელექტრიფიცირებული უნდა იყოს.

Alfa Romeo-მ თავისი პირველი ელექტრიფიცირებული ავტომობილი უკვე გამოუშვა. ეს 2023 წლის Tonale კროსოვერია, რომელსაც ფლაგ ინ ჰიბრიდული აგრეგატი აქვს.

Alfa Romeo-მ წინა კვირაში გაგვიმხილა, რომ მათი პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილები 2024 წლის პირველ ნახევარში გამოვა.

2023 Alfa Tonale Plug-In Hybrid

ამ ელექტრო ავტომობილის კოდური სახელია Kid. ეს იქნება სუბკომპაქტური კროსოვერი, რომელიც სპეციალურად ევროპისთვის იქნება.

ახალი კროსოვერი Jeep Avenger-ის მონათესავე იქნება, რომელიც ასევე ელექტროა, მაგრამ ზოგიერთ ბაზარზე შიგაწვის ძრავიანი ვერსიაც გვხვდება.

Avenger-ის პლატფორმა, რომლითაც Alfa Romeo ისარგებლებს, Stellantis-ის CMP პლატფორმის განახლებული ვერსიაა. CMP სუმკომპაქტური ავტომობილებისთვისაა შექმნილი. DS 3 Crossback-ი და Opel Mokka სწორედ ამ პლატფორმაზეა აწყობილი.

Alfa Romeo-ს თავისი ელექტრო ავტომობილის ტექნიკურ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ავტომობილს 54კვ/სთ-იანი ბატარეა ექნება, რომელიც წინა ღერზე იქნება მოთავსებული და 156 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

სრულიად ელექტრო ავტომობილის გამოშვებამდე, Alfa წელს ახალ მოდელს გამოუშვებს, რომელიც მათი ბოლო შიგაწვისძრავიანი ავტომობილი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ V-6-ძრავიანი ავტომობილის სახელი 6C იქნება.

მსგავსი სიახლეები