პოლიცია, აშშ, დევნა
Aa
Aa

პოლიციის დევნის დროს ეჭვმიტანილმა 911-ში დარეკა და დაემუქრა

ეჭვმიტანილი პოლიციას თვითმკვლელობით და სხვა ადამიანების მოკვლით დაემუქრა.

როგორც წესი, 911-ში დახმარების სათხოვნელად რეკავენ და არა დამუქრებისთვის. ამ ეჭვმიტანილმა ტოლედოდან პოლიციისგან კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო, როცა 911-ში დარეკა, რომ პოლიციას მისთვის დევნა შეეწყვიტა.

პოლიციამ ღამის პირველ საათზე შენიშნა, რომ მამაკაცი ავტომობილის გვერდით იდგა და საეჭვოდ მოეჩვენა, რადგან იმ არეში ბოლო დროს დანაშაულები გახშირდა. კაცი ავტომობილში ჩაჯდა და გაიქცა.

მას პოლიცია დაედევნა. 37 წლის კაცმა იფიქრა, რომ დევნის დროს პოლიციაში დარეკვა კარგი იდეა იქნებოდა.

„რატომ მომსდევენ? ფანჯრიდან სროლა დავიწყო?“- უთხრა მან დისპეტჩერს.

შემდეგ პოლიციას რამდენიმე ადამიანის მოკვლით და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაემუქრა.

პოლიციის ქმედებების შემდეგ, მძღოლს მხოლოდ 1 ფუნქციური საბურავი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, გაჩერებას არ აპირებდა. საბოლოოდ ოფიცრებმა ის სპეციალური მანევრის გამოყენებით შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები