ვიდეო: Bugatti Veyron-ი და BMW ერთმანეთს ეჯახება
Aa
Aa

ვიდეო: Bugatti Veyron-ი და BMW ერთმანეთს ეჯახება

ვიდეოში ჩანს, რომ Bugatti BMW-ს ზოლში გადასვლას ცდილობს.

გაბრაზებული მძღოლები გზებზე რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნის მახასიათებელი არ არის. ბრაზს ხშირად დიდი საცობები და მოუწესრიგებელი მოძრაობა აღვივებს. ასეთ სიტუაციაში შესაძლოა ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი აღმოჩნდეს და გამონაკლისი არც Bugatti Veyron-ის მძღოლია.

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ერთმანეთს Bugatti და BMW შეეჯახა. ავტომობილის კამერით გადაღებული ვიდეოდან ბევრს ვერ ვიგებთ. რაც ჩანს ისაა, რომ Veyron-ი BMW-ს ზოლში გადასვლას და წინ ჩადგომას ცდილობს. BMW არ უთმობს და უჩქარებს. Bugatti მცდელობას იმეორებს, BMW ისევ ჩქარდება. სწორედ ამ დროს, ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ეჯახება.

Bugatti Veyron-ს მგზავრის მხარეს პანელები და კარი დაუზიანდა. როგორც ჩანს, დაზიანება მხოლოდ კოსმეტიკურია და ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე არ იმოქმედებს, მაგრამ შეკეთება მაინც ძვირი დაჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბურავების კომპლექტი $42,000 ღირს, ყოველწლიური სერვისი კი - $25,000, იაფი არც შეღებვა უნდა ღირდეს.

Veyron-ი 2005-2015 წლებში გამოდიოდა და პირველი სერიული ავტომობილი იყო Bugatti-სგან, მას შემდეგ, რაც Volkswagen-მა სახელსა და ლოგოზე უფლებები შეიძინა. ამ ავტომობილმა TopGear-ის ტესტის დროს 407კმ/სთ განავითარა.

მსგავსი სიახლეები