Aa Aa
8 სექტემბერი 2023  |  11:08

2024 წლის Mercedes-Benz EQV-ს უფრო დახვეწილი სტილი აქვს

განახლებული Mercedes-Benz EQV გარედან უფრო თანამედროვედ გამოიყურება, სალონში კი ორი ახალი 12.3-ინჩიანი ეკრანია.

განახლებული Mercedes-Benz EQV-ს დებიუტი მიუნხენის ავტოშოუზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე განახლებები აქვს, EQV მაინც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფურგონია.

შოუზე გამოყვანილი ეგზემპლარი ღია ოქროსფერშია შეღებილი. მიუხედავად იმისა, რომ ნომერზე EQV Prototyp აწერია, ეს წარმოებული მოდელია, რომლის შეძენასაც კლიენტები მალე შეძლებენ.

გარეგნული განახლებებით EQV უფრო სასურველი გახდა, ვიდრე მისი წინა ვერსია. ყველაზე შესამჩნევი დიდი ცხაურაა, რომელიც ბრჭყვიალა შავ ფერშია. ცხაურასთან შესახამებლად, Mercedes-ს წინა ბამპერის განახლებაც მოუხდა. LED მაშუქებიც ახალია.

სალონში ორი ახალი 12.3-ინჩიანი ეკრანი, ბუნებრივი განათება და რამდენიმე დამატებითი ღილაკია.

მექანიკურ განახლებებზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. წინა ვერსია EQV 300-ს 90 კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც ბოლომდე დამუხტულზე 418 კილომეტრის გავლის შესაძლებლობას იძლევა. ერთი ელექტრო მოტორი 201 ცხენის ძალასა და 366ნმ-ს გამოიმუშავებს.

2024 წლის Mercedes-Benz EQV-ს ფასი $155,338-დან დაიწყება.

გაზიარება: