Aa Aa
9 სექტემბერი 2023  |  13:25

E46 M3-ის სედანი, რომელიც სერიულად არასდროს შექმნილა

კუსტარულად აწყობილი E46 M3-ის სედანები გვინახავს, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია.

ალბათ იცით, რომ ბავარიული მწარმოებელი M3 Touring-ის სერიულ წარმოებას 2000-იანებში გეგმავდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ამ პროექტისთვის საჭირო ფინანსების სხვა სფეროში გადასროლა გადაწყვიტა.

თუმცა, ბოლო წლებში E46 M3 Touring-ის პროტოტიპი ახალ G80 M3 Touring-ში მაინც გაცოცხლდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! თუმცა, ის რაც E46-ის თაობის M3-ს აკლია სედანია.



ბოლო წლებში მწარმოებლისგან მოდელების ახალი კატეგორიზაციის გამო, M3 მხოლოდ სედან ვერსიად არსებობს. კუპე და კაბრიოლეტ ვერსიებს M4 დაარქვეს. M3-ს სედანი ვერსია E90-ისა და E36-ს თაობებშიც ჰქონდა. E46 კი მისტიკურად იქნა გამოტოვებული.

თუმცა, სურათზე ნაჩვენები E46-ის სედანი ისე გამოიყურება, თითქოს ის მართლაც ქარხნიდან არის გამოგორებული. სინამდვილეში, ეს ავტომობილი სამყაროს 2001 წელს, 320i SE ვერსიად მოევლინა. შემდეგ კი ის M3-ად აქციეს. ძრავა, ტრანსმისია, დაკიდების სისტემა, ფრთები, ბამპერები - ყველაფერი სპორტული ვერსიიდან არის გადმოტანილი.


M3-ის მაჩვენებელთა დაფა 154 000 კმ-ს აჩვენებს. ეს გარბენი 3.2-ლიტრიან S54-ს აქვს. ავტომობილი Stahlgrau Metallic-ის ფერშია შეღებილი და 18-იან დისკებზე დგას. ყველა ამ დეტალს ისე ეტყობა ცვეთა თითქოს ავტომობილი მართლაც ამ სპეციფიკაციებით გამოვიდა.

ამ მარჯვენასაჭიანი M3-ის შეძენა ბრიტანეთის ერთ-ერთ აუქციონზეა შესაძლებელი. მის ხელში ჩასაგდებად კი უნდა იჩქაროთ, რადგან მსურველი ძალზედ ბევრია.

გაზიარება: