უიშვიათესი Ferrari ქარხნულად iPod Touch-ითაა აღჭურვილი
Apple-ის გაჯეტი 430 Scuderia Spider 16M-ში აღმოაჩინეს.
Ferrari-ის მანქანები სილამაზით, წარმადობით და უნიკალურობით რომ გამორჩეულია ეს ახალი ამბავი არაა, თუმცა, ეს კონკრეტული მოდელი საინტერესო სულ სხვა ფაქტორის გამო გახდა. 430 Scuderia Spider 16M-ი, „ფორმულა 1“-ის კონსტრუქტორთა ჩემპიონატში Ferrari-ის რიგით მე-16 გამარჯვების აღსანიშნავად გამოიშვა.
უცნაური კი ისაა, რომ ავტომობილში, ქარხნულად iPod Touch-ია დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ავტომწარმოებელი მაქსიმალურად ცდილობს მანქანის კონტროლის ღილაკები სრულად მძღოლის წინ განათავსოს და ამით, ყურადღების გაფანტვის ალბათობა მინიმუმამდე შეამციროს, 430 Scuderia Spider 16M-ში ეს ასე სულაც არ ხდება.
430 Scuderia Spider 16M-ის ეს მოდელი გაერთიანებულ სამეფოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გასაყიდად გამოჩნდა. ავტომობილის მხოლოდ 499 ერთეული იწარმოვა, თუმცა, ყველა მათგანში iPod Touch-ს არ ვხვდებით. 16GB-იან iPod Touch-თან ერთად კი, ავტომობილში მოთავსებულია ტრადიციული, Becker Cascade-ის რადიოც და Bluetooth-თან დამაკავშირებელი.
ფაქტია, რომ გაჯეტი, ავტომობილში Apple CarPlay-მდე გვხვდება. iPod Touch-ი ცენტრალურ კონსოლში, ბუდეშია მოთავსებული. იტალიური მარკა, ზოგადად, სენსორული ეკრანების წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ცენტრალური დისპლეი მძღოლს მართვის სიამოვნებას ართმევს.
სახალისო ფაქტია ისიც, რომ Ferrari პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც 2014 წელს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც FF გამოვიდა, საკუთარ ავტომობილებში Apple CarPlay სრულად დანერგა. რაც შეეხება iPod Touch-ს, Apple-მა პროდუქციის ხაზი 2022 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ რაც iPhone-ი მოძველდა.
430 Scuderia Spider 16M-ის გამოვლისას, Apple-ი ავტომწარმოებელს 32GB-იანი ვერსიის გამოყენებას სთავაზობდა. თუმცა, Ferrari-იმ, 16GB-იანი ვერსია აირჩია, დიდი ალბათობით, სწორედ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-16 გამარჯვების აღსანიშნავად. რაც შეეხება ავტომობილის ფასს, გამოშვების დროს ის $313,350-ად იყო შეფასებული.