ავარია, ფერარი, ფერარი პორტოფინო
Aa
Aa

Ferrari Portofino-ს გამაფრთხილებელი საგზაო ინციდენტი

მიუხედავად მისი დახვეწილი დიზაინისა და შთამბეჭდავი წარმადობისა, Ferrari Portofino ცნობილი იტალიური ავტომწარმოებლის ყველაზე პატივსაცემი მოდელი არასდროს ყოფილა. თუმცა, ბოლო ინციდენტი, რომელიც ამ მოდელის მონაწილეობით კალიფორნიაში მოხდა, კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ავტომობილის უყურადღებოდ მართვას.

გავრცელებული ინფორმაციით, Portofino-ს მძღოლი შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მან მანქანის მობრუნება სცადა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ყურეში გადავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა Ferrari თითქმის სრულად განადგურდა.  

View this post on Instagram

A post shared by CHP Marin (@chp_marin)

შეჯახებისა და წყალში გადავარდნის შედეგად, ავტომობილის კორპუსი მთლიანად დაზიანებულია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა Ferrari-ის წინა ნაწილს. მანქანას მოწყვეტილი აქვს ბორბალი და მორგვი. Portofino-ს შეკეთება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება და ავტომობილი, ნაწილებად, უკვე აუქციონზე გაიყიდება.

კატასტროფის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოს, „ხუმრობით“, ცნობილი სიმღერა - I Believe I Can Fly ადევს, რაც ამ შემთხვევას კიდევ უფრო მეტ აბსურდულობას მატებს. ბევრი ხუმრობდა, რომ Portofino-ს ფრენა კი არა, თურმე ცურვაც კი არ შეუძლია.

ამის მიუხედავად, ეს შემთხვევა ერთგვარი გაკვეთილია მათთვის, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გადაწყვეტილებას იღებს. Ferrari გზებისთვისაა შექმნილი და არა წყლისთვის და მითუმეტეს არაფხიზელ მდგომარეობაში საჰაერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

მსგავსი სიახლეები