BMW-მ ახალი მხეცი წარადგინა | თუმცა, ორ ბორბალზე
გერმანული ავტომწარმოებელი იტალიაში გამართულ Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე მრავალფეროვანი პროდუქტითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათი უახლესი კონცეფცია, რომელიც BMW-ის მოტოციკლეტების მწარმოებელ განყოფილებას, BMW Motorrad-ს ეკუთვნის და RR-ი ეწოდება.
მოტოციკლი ერთგვარი მომავლის მიმოხილვაა, თუ როგორი იქნება BMW-ის მაღალი წარმადობის სუპერბაიკი. მისი მკვეთრი და სპორტული დიზაინით, რომელიც სრული სისწრაფის განვითარებისთვისაა შემუშავებული და ვენტილაციის მრავალი სისტემითაა აღჭურვილი, უკეთესი აეროდინამიკისთვის.
პირველი კი, რაც ყურადღებას იქცევს, ალბათ ამ მოტოციკლის კარბონისა და ალუმინის ნაწილებია. BMW-ის განცხადებით, ამ მასალების გამოყენება ტრანსპორტის წონის მაქსიმალურად შემცირებას ემსახურება - ეს ნიშნავს, რომ ყველა ნაწილი ოპტიმიზირებულია ჩარჩოსა და ალუმინის კუდის ჩათვლით. ამ ყველაფერს დამატებული Brembo-ს მუხრუჭები, Domino-ს სახელურები და ალუმინის ავზი. ასევე აღსანიშნავია ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი და "RR"-ის განათებული ნიშანი, უკანა მხარეს.
BMW-ის ინფორმაციით, მოტოციკლი წყალით გაგრილებადი 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით იკვებება, რომელიც ასევე FIM Superbike World Championship-ის მოტოციკლებშია წარმოდგენილი. RR-ი 227 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან ერთად კი, მაღალტექნოლოგიური კონტროლის სისტემებსაც იყენებს, რომელსაც თავისივე წარმოების WSBK M 1000 RR-თან იზიარებს.