აუქციონი, ფორდი, ფორდ ჯითი, სპორტქარი
Aa
Aa

როგორ გამოვიმუშაოთ $340 000 უბრალოდ გაჩერებული Ford-ით

ზოგიერთი მანქანა მართვისთვისაა შექმნილი, ზოგი კი მუზეუმების ექსპონატად ქცევისთვის. თუმცა არსებობდნენ უიშვიათესი სახეობები, რომლებიც ორივე სტატუსს შესანიშნავად ირგებდნენ. თუმცა სწორედ ასეთი მანქანებია, რომლებიც წლების შემდეგაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და თან, საინტერესო ისტორიებსაც ინახავს - ერთდროულად იმედგაცრუების მომგვრელს, მომხიბლავსა და უცნაურად ნაცნობს ყველასთვის.

ასევე უცნაური უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ვიღაც თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს შუაძრავიან სუპერქარში ხარჯავს და შემდეგ მას უბრალოდ ავტოფარეხში წლობით ტოვებს. თანაც მაშინ, როდესაც ეს ავტომობილი 2018 წლის Ford GT-ია. ეს კონკრეტული GT, რომელიც Shadow Black-შია გადაწყვეტილი, ცოტა ხნის წინ Sotheby's Motorsport-ის აუქციონზე გაიყიდა. საერთო ჯამში, აუქციონზე ამ ავტომობილის ღირებულებამ 800 000$-ს გადააჭარბა.

საწყისი ფასი კი, $450 000-მდე იყო. გამოდის, რომ ამ მოდელის მფლობელმა, მანქანში, რომელიც წლები უბრალოდ ავტოფარეხში ეყენა და სამუზეუმო ექსპონანტად თითქმის ახალივით შეინახა, საწყის ფასზე თითმის გაორმაგებული თანხა მიიღო. ავტომობილი კი ნამდვილად ახალივითაა, რადგან მას სულ რაღაც 24 კილომეტრი თუ აქვს გავლილი.

ცნობისთვის, ახალი Ford GT-ის პირდაპირ ქარხნიდან გამოყვანა ადვილი საქმე არ გახლდათ. მყიდველებს დიდი პროცესის გავლა უწევდათ, რომ მისი შეძენის უფლება მიეღოთ. მანქანის შეძენის შემდეგ კი მისი გაყიდვის უფლება ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ. თუმცა როგორც კი ეს ვადა იწურებოდა, ბევრს მოდელი გასაყიდად გაჰქონდა და ხშირად, მათი ფასი $1 მილიონსაც კი აღემატებოდა.

შესაბამისად, წარსულის გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, Ford-ის ამჟამინდელ ენთუზიასტებს ბევრად უფრო გაუმათლათ. ახალი ან თუნდაც ძველი საკულტო მოდელების შეძენა ახლა ბევრად უფრო მარტივია, თუმცა თუ მსგავსი ნიმუშის შესყიდვა აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ თანხაც არ უნდა დაენანოთ.

მსგავსი სიახლეები