ბეტმობილი, მერსედესი, მერსედეს-ბენცი სიელ55 აიემჯი
Aa
Aa

ეს "ბეტმობილი" Mercedes-ია, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არ გინახავთ

რა თანხას გადაიხდიდით "ბეტმობილით" შთაგონებული Mercedes-ისთვის, რომელიც ამავდროულად გზებზე გადასაადგილებლადაც ლეგალური იქნებოდა? ფაქტია, გასულ წელს, ვიღაცამ ამ ქმნილებაში $270 000-ზე მეტი დახარჯა და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ავტომობილიც ჰყავს, რომლის შესახებაც ოდესმე რამე გვსმენია.

რეალურად, ეს პროექტი Mercedes-Benz CL55 AMG-ით დაიწყო, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას თითქმის ვეღარ იცნობთ. პროექტი გერმანიაში AVG Autos-ს საშუალებით, ხოლო უკრაინაში Specautotuning-ის მიერ აშენდა. ავტომობილის ხარჯი - დონორი ავტომობილის გამოკლებით - 250 000 ევროს აღემატებოდა.

წლების განმავლობაში, ჩვენ "ბეტმობილის" არაერთი ვერსია ვიხილეთ, თუმცა ეს კონკრეტული ვერსია სრულად განსხვავებულია. ფილმში არსებული მანქანის იმიტაციის ნაცვლად, ეს ვერსია უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ძარა  მსუბუქი კომპოზიტებისაგანაა დამზადებული და მასიურ, 22.5-ინჩიან ოფ-როუდ საბურავებშია გახვეული.

დონორი მანქანა, CL 55 AMG, თავდაპირველად კაშკაშა ნარინჯისფერ ფერში იყო შეღებილი. ის ახლა სრულად შავია და 5.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, ავტომობილი 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია, არაამქვეყნიური შესაძლებლობების განსავითარებლად.

 

მსგავსი სიახლეები