როგორ გამოიყურება ლებრონ ჯეიმსის ავტომობილების $4.5-მილიონიანი კოლექცია?
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე ისტორია შექმნა, მის გარეთ კი, გამორჩეული ავტომობილების კოლექცია, რომლის ღირებულებაც $4.5 მილიონს აღემატება. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული სუპერმანქანებიდან დაწყებული კლასიკური ამერიკული მოდელებით დამთავრებული, ლებრონის ავტოფარეხი სიმბოლოა მის მისწრაფების სიჩქარის, სტილისა და ექსკლუზიურობის მიმართ.
ლეგენდარული კალათბურთელის ავტოფარეხში 15 მაღალი კლასის ავტომობილია წარმოდგენილი. აქ შეხვდებით, როგორც შედარებით სოლიდურ ფასად შეძენილ ავტომობილებს, ასევე მოდელებს, რომელთა ფასიც მილიონობით დოლარს აღემატება. ლებრონის კოლექციის ერთ-ერთი „თავმდაბალი“ წარმომადგენელი 2010 წლის Chevy Camaro SS-ია, რომლის ფასიც $34 000-მდეა. ეს კონკრეტული ვერსია 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 5 წამში ჩქარდება.
ლებრონის ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებს $43 000-ად შეფასებული Dodge Challenger SRT8 392, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ზე აღწევს. კალათბურთელის სხვა ავტომობილებთან შედარებით, ეს მოდელიც შედარებით ხელმისაწვდომად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა Camaro-ს მსგავსად სისწრაფე და წარმადობა არც მას აკლია. ეს კი გასაკვირია არაა, რადგან Challenger-ი 6.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.
NBA-ს ლეგენდის ავტოფარეხშია $50 000-იანი Hummer H2-იც, რომელიც მას დედამისმა, 18 წლის იუბილეზე აჩუქა. 6.2-ლიტრიან V8 ძრავაზე მომუშავე ავტომობილი, ალბათ ლებრონისთვის ყველაზე მეტ მოგონებასთანაც ასოცირდება. შედარებით დაბალი ფასის მქონე ავტომობილების სიას კი, $55 000-იანი Kia K900 ასრულებს, რომელიც 5-ლიტრიანი V8 ძრავის მქონე ქალაქის სოლიდური მოდელია. ცნობისთვის, ჯეიმსი ერთ დროს Kia-ს წარმომადგენელიც გახლდათ.
რამდენიმე ასეულ ათასად შეფასებული ავტომობილების კოლექციას კი, 2018 წლის მდიდრული სედანით, $198 700-იანი Mercedes-Maybach S650-ით განვაგრძობთ, რომელიც 6-ლიტრიანი ბი-ტურბო V12 ძრავითა და 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. $210 000 კი, ლებრონმა Porsche 911 Turbo S-ის კაბრიოლეტისთვის - 3.8-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანით აღჭურვილი სპორტქარისთვის - გადაიხადა.
2008 წელს კი, NBA-ში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, ლებრონმა $220 000-ად Ferrari F430 Spider-ი შეიძინა. იმდენივე კი, 4-ლიტრიან ორი ტურბო დაბერვის მქონე V8-ძრავიან Bentley Continental GT-ში გადაიხადა. ეს უკანასკნელი მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ზე მეტს ავითარებს. აქვეა, $257 000-ად შეფასებული Ferrari 458 Italia Spider-ი, რომელიც ლებრონის სპორტქარების კოლექციის თვალსაჩინო წევრია.
საკუთარი 25 წლის იუბილესთვის კი, ლებრობნა $310 000-ად კიდევ ერთი Ferrari, თუმცა ამჯერად Ferrari 599 GTB Fiorano შეიძინა. 6-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, ეს მოდელი 330 კმ/სთ-ს ავითარებს და დაბადების დღისთვის, ნამდვილად მდიდრული შენაძენია. კიდევ ერთი მდიდრული მოდელი კი, ლებრონის კოლექციაში $420 000-იანი Maybach 57 S-ია. 6-ლიტრიანი ორი ტურბო დაბერვის მქონე V12 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 310 კმ/სთ-ს ავითარებს და KING OF OH-ს სანომრე ნიშანს ატარებს.
რაც შეეხება ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების Rolls Royce-ს, ის ლებრონ ჯეიმსმა ასევე ლეგენდარული შაკილ ო’ნილისგან მიიღო საჩუქრად. ეს ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 5.2 წამში ავითარებს. აქვეა $670 000-იანი Lamborghini Aventador Roadster-ი, 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილი მხეცი, რომელიც 350 კმ/სთ-ს ავითარებს და შესანიშნავია, „მეფის“ სტილისთვის. და ბოლოს. ყველაზე ძვირად ღირებული წარმომადგენლის ტიტული, NBA-ს ვარსკვლავის კოლექციაში Porsche 918 Spyder-ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ლებრონ ჯეიმსმა 2020 წელს, $1.4 მილიონად შეიძინა.