ჰიბრიდული, ხელოვნური ინტელექტი, ელექტრომობილები, ტოიოტა, თანამედროვე ტექნოლოგიები, სიაომი, ჰუავეი
Aa
Aa

Toyota ახალ ავტომობილებზე ჩინურ Xiaomi-სთან და Huawei-სთან ითანამშრომლებს

ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ 2025 წლის ღონისძიებაზე, Toyota Motor Corporation-ისა (TMC) და Guangzhou Automobile Group Co-ს (GAC) ერთობლივმა საწარმომ, GAC Toyota-მ, ელექტროფიკაციის, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ინტელექტუალური მობილობის დაჩქარების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგია წარადგინა. ამ მიმართულებით, კომპანიის პარტნიორებს შორის არიან Huawei, Xiaomi და Momenta.

ღონისძიებაზე კომპანიის ორი ახალი ენერგომოხმარების (NEV) პლატფორმის, შემდეგი თაობის ელექტრონული არქიტექტურისა და სამი ჰიბრიდული სისტემის პრეზენტაცია შედგა. ამავდროულად, კომპანიამ, China R&D 2.0 ინიციატივის ფარგლებში, თავისი ადგილობრივი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემაც ოფიციალურად წარადგინა.

Toyota-ს ახალი BEV პლატფორმა კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილებისთვისაა ოპტიმიზირებული. ამავე პლატფორმაზეა შექმნილი bZ3X. მეორე მრავალენერგეტიკული პლატფორმა BEV, PHEV და REEV კონფიგურაციებისა და 3,300 მმ-მდე სიგრძის ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. პლატფორმაზე დამზადებული პირველი მოდელი - პრემიუმ საშუალო და დიდი ზომის bZ7 სედანი - LiDAR სისტემით იქნება აღჭურვილი და მისი გამოშვება 2026 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.

ჰიბრიდულ მიმართულებაზე მუშაობა სამი მიმართულებით განხორციელდება. კომპანია, დაჩქარებული ტემპით, მეხუთე თაობის ინტელექტუალურ ჰიბრიდულ ორძრავიან სისტემას ნერგავს, ამავდროულად კი, მეექვსე თაობაზე მუშაობს. ახალი, მაღალი ხარისხის PHEV სისტემა, რომლის დებიუტიც 2027 წელს შედგება, ჩინეთში წარმოებულ Sienna-სა და Highlander-ის ახალ მოდელებში იქნება გამოყენებული - აჩქარებისა და დიდ მანძილზე ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის განვითარებაზე Toyota-მ პარტნიორობა Xiaomi-სთან გააფორმა. ეს ტექნოლოგიური გიგანტისთვის, გლობალურ ავტომწარმოებელთან, პირველი პარტნიორობაა. bZ7-ით, Xiaomi-ს ჭკვიანი მოწყობილობები, მათ შორის პლანშეტები და ჭკვიანი დინამიკები, Toyota-ს მანქანებში ინტეგრირდება. ამ თანამშრომლობით, Xiaomi ჭკვიანი სახლიდან ავტომობილების მიმართულებითაც გაფართოვდება. bZ7 კი Toyota-ს პირველი მანქანა იქნება, რომელიც Huawei-ს HarmonyOS 5.0-ით იქნება აღჭურვილი.

Toyota და Huawei, Tencent-თან ერთად, ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ხმოვან ასისტენტსაც ავითარებენ, რომელსაც ინდივიდუალური მომხმარებლების ამოცნობა და ავტომობილის სისტემების პროაქტიულად მართვა შეეძლება. ეს ასისტენტი, 2028 წლისთვის, ინტელექტუალურ, ქცევაზე დაფუძნებულ ავტომატიზაციად გარდაიქმნება.

 

 

მსგავსი სიახლეები