ნიურბურგრინგი, მერსედესი, მერსედეს-ბენცი, მერსედეს-ბენცი სი-კლასი
Aa
Aa

ახალი ცხაურა Mercedes-ს ძველ დიდებას დაუბრუნებს

როდესაც შენი საწარმოო ხაზი ისეთი მოცულობითია, როგორიც Mercedes-Benz-ის შემთხვევაში, ყველა ტიპის ავტომობილის ერთ დიზაინში მოქცევა მარტივი საქმე არაა. 2024 წლის E-Class-ისა და 2026 წლის CLA-მ Mercedes-ისთვის სტილის ახალი ელემენტები დაინერგა, თუმცა Mercedes-ს ჯერ კვლავ დრო სჭირდება, რომ ეს ხედვა მის ძველ მოდელებსაც მოარგოს.

მიუხედავად ამისა, ნიურბურგრინგზე Mercedes-ის კვლევისა და განვითარების აქტივობების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ცვლილებები უკვე ახლო პერსპექტივის ნაწილია. გერმანიაში საკულტო ტრასაზე მწარმოებლის სამი ახალი მოდელი შენიშნეს, თანაც მათი ახალი მახასიათებლების შენიღბვის გარეშე. სამივე მოდელზე კომპანია გამძლეობის ცდებს ატარებდა. ერთ-ერთი მათგანი GLE-ის SUV-ი გახლდათ, ასევე ნიურბურგრინგზე სატესტო მანქანებს შორის იყო GLE-ის კუპე და GLS-იც.

SUV-ების სამი განსხვავებული ტიპი ერთსა და იმავე განახლებას მიიღებს. ეს მოიცავს ახალი სტილის ცხაურას, ისეთს, როგორიც ამჟამინდელ E-Class-ზეა წარმოდგენილი. მაშინ, როდესაც ახალი თაობის Benz-ისთვის კომპანიის გუნდმა შედარებით მცირე ზომის ცხაურაზე შეაჩერა არჩევანი, როგორც ჩანს, Mercedes-მა ამჟამად E-Class-ის კლასიკური ფორმა დააბრუნა, რაც ათწლეულების განმავლობაში, ავტომწარმოებლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელიც იყო.

ცხაურას ეს ფორმა, GLE-ს ბევრად უფრო გამორჩეულს და სხვა ავტომობილებისგან განსხვავებულს ხდის. ეს ცხაურები უფრო მაღალია და ახალი ბადისებრი დიზაინი აქვს, რაც კვლავ ისტორიულ Mercedes-ის დიზაინს მოგვაგონებს. განახლებული დიზაინით Mercedes-ის ლოგოს გვერდით სქელი ჰორიზონტალური ზოლი ამოღებულია.

ეს ცვლილება განახლების ნაწილია, რომელიც ძველ საშუალო ზომის SUV-ებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და მყიდველების მოზიდვაში დაეხმარება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი მთავარი კონკურენტი BMW-ის ახალი X5 მომავალ წელს გამოვა.

უფრო დიდი, სამრიგიანი GLS, BMW X5-ს კონკურენტი არა, რასაც 2026 წელს გამოსულ Audi Q7-ზე ვერ ვიტყვით. GLE-ს მსგავსად, მას უფრო მაღალი ცხაურა აქვს, მაგრამ ამ მოდელს სამი ფორმალური ზოლი ემატება, რაც ტრადიციული Mercedes-ის იერსახეს ქმნის. გარდა ამისა, როგორც GLE-ს, ასევე GLS-საც ვარსკვლავის ფორმის უკანა მაშუქები ექნება, რომელიც პირველად ასევე E-Class-ზე გამოჩნდა.

Mercedes-მა GLE-ისა და GLS-ის მოდელები 2023 წელს განაახლა. აქედან გამომდინარე, ეს მოდელები, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ, სავარაუდოდ 2027 წლის სეზონის დაწყებამდე გამოვა.

 

მსგავსი სიახლეები