რბოლა, დრაგი, ფორდ მუსტანგ დარქ ჰორსი, კადილაკი სითი4-ვი
Aa
Aa

Ford-ისა და Cadillac-ის დუელს ერთპიროვნული გამარჯვებული ჰყავს

Ford Mustang Dark Horse-სა და Cadillac CT4-V Blackwing-ს შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა ერთი რამ ფაქტია: ორივე მოდელი დაახლოებით ერთსა და იმავე ფასად მძღოლებს მსგავს გამოცდილებასა და მართვის სიამოვნებას ანიჭებს. ორივე მათგანი, ამჟამად გაყიდვაში მყოფ მოდელებს შორის, საუკეთესო წარმადობით გამოირჩევა. თქვენ კი უნდა აირჩიოთ, ორკარიანი ავტომობილს უფრო კომფორტულად იყენებთ, თუ ოთხკარიანს.

თუმცა ამჟამად, Edmunds-მა აეროდრომზე თავისი ტრადიციული U-drag რბოლა მოაწყო და გადაწყვიტა გაერკვია თუ რომელია უფრო სწრაფი - Ford Mustang Dark Horse თუ Cadillac CT4-V Blackwing-ი. ტესტირება მოიცავდა მეოთხედი მილის სპრინტს, მაღალ სიჩქარეზე მობრუნებასა და სასტარტო/ფინიშის ხაზამდე დაბრუნებას. რბოლისას სტანდარტული CT4-V Blackwing-ი გამოიყენეს, რომელიც 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, ხოლო Dark Horse-ის შემთხვევაში ეს იყო Handling Package, ასევე 10-სიჩქარიანი ავტომატიკით.

პირველ ცდაზე CT4-V მცირე უპირატესობას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ორმაგი ტურბო დამტენის V6 ძრავა 472 ცხენის ძალაზე ოდნავ მეტს, ხოლო Mustang-ის 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, სიჩქარის მატებასთან ერთად, Mustang-ი Cadillac-ის უკან ჩამოტოვებას ახერხებს.

შედეგად, Mustang-მა შემობრუნებაც გაცილებით სწრაფად მოახერხა, სწორ ხაზზე დაბრუნდა და Blackwing-საც შანსები აღარ დაუტოვა. მძღოლებმა მეორე ცდისთვის ადგილი შეცვალეს და CT4-V-მა კვლავ  უკეთესი სტარტი აჩვენა. დუელი კვლავ მკაცრი მეტოქეობით გაგრძელდა, თუმცა შემობრუნებისას Mustang-ი უფრო სწრაფი იყო. მაშინ კი, როდესაც ორივე მანქანა ფინიშის ხაზისკენ მიიწევდა, Mustang-მა დამატებითი სიმძლავრის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.

საინტერესოა, რომ Mustang-მა კონკურენტი ციფრებშიც კი უკან ჩამოიტოვა. 0-დან 100-მდე სიჩქარე მან 4.3 წამში განავითარა, Cadillac-ს კი, 4.5 წამი დასჭირდა. 40 კილომეტრი (1/4 მილი) Mustang-მა 12.5 წამში გაიარა, მაშინ როცა CT4-V-ის საუკეთესო დრო 12.8 წამი იყო. საბოლოოდ, Ford-მა U-drag რბოლა 34.9 წამში დაასრულა Cadillac-მა კი, 35.7 წამი მოანდომა.

 

მსგავსი სიახლეები